განა მდებარეობს აფრიკაში, გვინეის ყურის სანაპიროზე, ეკვატორიდან რამდენიმე გრადუსით.

განის ტერიტორია მოიცავს ვაკეებს, მცირე ბორცვებს, მდინარეებს და ვოლტის წყალსაცავს, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ხელოვნური ტბაა. განას აქვს ორი კუნძულიდოდი და ბობოვასი.[1]

განა შეიძლება დაიყოს ოთხ განსხვავებულ ეკორეგიონად: ნაპირის ზონა — ძირითადად დაბალი ქვიშის სანაპიროები, მოიცავს ვაკეებს და სკრებს. იკვეთება ჩრდილოეთიდან მომდინარე რამდენიმე მდინარით.[2] სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-ცენტრალური განის ტყიანი პლატო შედგება აშანტის მაღლობისა და კვაჰუს პლატოსგან; მთიანი აკვაპიმ-ტოგოს ქედი მიყვება განის აღმოსავლეთ სახელმწიფო საზღვარს.[3] ამ ქედის ნაწილია განის უმაღლესი მთა აფაჯა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 885 მეტრია.[4][5]

განის კლიმატი ტროპიკულია, აღმოსავლეთი სანაპირო შედარებით თბილი და მშრალია. სამხრეთ-დასავლეთი ცხელი და ტენიანია, ხოლო ჩრდილოეთი ცხელი და მშრალი.[2]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ghana low plains. photius.com. ციტირების თარიღი: 24 June 2013.
  2. 2.0 2.1 Ghana high plains. photius.com. ციტირების თარიღი: 24 June 2013.
  3. Ghana ashanti-kwahu uplands. photius.com. ციტირების თარიღი: 24 June 2013.
  4. Ghana: Akwapim-Togo Ranges. photius.com. ციტირების თარიღი: 24 June 2013.
  5. Ghana: Volta Basin. photius.com. ციტირების თარიღი: 24 June 2013.