განვითარების ეკონომიკა

განვითარების ეკონომიკა — ეკონომიკის ერთ-ერთი შტო, რომელიც შეისწავლის (1) მაკრო - გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შედეგებსა, და (2) მიკრო - ინდივიდუალურ მეურნეობათა და საწარმოთა წამახალისებელ ფაქტორებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. მასში შეიძლება გამოყენებულ იქნას მათემატიკური მოდელები დინამიური სისტემებიდან, როგორიცაა დიფერენციალური ტოლობები და ინტერ-ტემპორალური ოპტიმიზაცია, ან ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის მეთოდები.

განვითარების ეკონომიკა ასევე მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მესამე მსოფლიოს დავალიანება, და ფუნქციები ისეთი ორგანიზაციებისა, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ამ განხრით მომუშავე ეკონომისტების უმრავლესობის შესწავლის საგანია სტაბილური და გარანტირებადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ღარიბ ქვეყნებში, რომელიც დაეყრდნობა საკუთარ რესურსებსა და განათლებას მსოფლიოს ყველაზე დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში. ეკონომიკური საკითხების სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან ერთად კვლევას განვითარების შესწავლა ჰქვია.

შედარებით გვიანდელი ჰუმანური განვითარების თეორიები ცდილობენ არ შემოიფარგლონ მხოლოდ განვითარების ეკონომიკური ბერკეტებით და სოციალური განვითარების ასპექტებიც შემოაქვთ სწავლის საგნად, მაგ. ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა en:Genuine Progress Indicator, რომელიც ეყრდნობა გადანაწილებული სამართალის თეორიას (en:theories of distributive justice).

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი განვითარების ეკონომისტი არის ნობელის პრემიის ლაურეატი ამარტია სენი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Jomo K.S. (2005), Pioneers of Development Economics: Great Economists on Development, Zed Books - the contributions of economists such as Marshall and Keynes, not normally considered development economists
  • Ben Fine and Jomo K.S. (eds, 2005), The New Development Economics: Post Washington Consensus Neoliberal Thinking, Zed Books
  • Peter Griffiths (2003), The Economist's Tale: A Consultant Encounters Hunger and the World Bank, Zed Books