განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განახლება.

განახლება (ყოფილი ანასტასიევკა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები:ნაა, ტეხი, ჩერნიგოვკა, ჭალა, ხუმუშქური). ზღვის დონიდან 130 მ, შავი ზღვიდან 15 კმ, გულრიფშიდან 20 კმ, დრანდიდან 13 კმ.

სოფელი
განახლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი განახლება
კოორდინატები 42°56′05″ ჩ. გ. 41°16′55″ ა. გ. / 42.93472° ჩ. გ. 41.28194° ა. გ. / 42.93472; 41.28194
ადრეული სახელები ანასტასიევკა
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

1943 წლის 11 სექტემბრამდე ეწოდებოდა ანასტასიევკა.[1] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მეცხოველეობა, მეჩაიეობა.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949