გამოჩინებულის წმინდა გიორგის ეკლესია

გამოჩინებულის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აბაშაში. ეკლესია XVI საუკუნით თარიღდება. ამჟამად აღდგენილია.

გამოჩინებულის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი სამტრედია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI
დეტალები

ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიას დასავლეთიდან მინაშენი აქვს, მინაშენი ყოფილა ჩრდილოეთიდანაც, თუმცა მისგან მხოლოდ ნანგრევია შემორჩენილი. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით, ფასადები სადაა. ნაგებობა მთაზე დგას და ვრცელი, ლამაზი ხედით გამოირჩევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9776