გამზიგრადი (სერბ. Гамзиград) — არქეოლოგიური ძეგლი, სპა კურორტი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სერბეთში.[1] მდებარეობს მდინარე დუნაის სამხრეთით, ქალაქ ზაეჩარის სიახლოვეს. აქ მდებარეობს რომაული სასახლის კომპლექსი ფელიქს-რომულიანა (Felix Romuliana), რომელიც იმპერატორმა გალერიუსმა ააგო.[2][3]

გამზიგრად-რომულიანა, გალერიუსის სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [2]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°53′57″ ჩ. გ. 22°11′06″ ა. გ. / 43.89917° ჩ. გ. 22.18500° ა. გ. / 43.89917; 22.18500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1253
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1253
ინგლ.რუს.ფრ.

ფელიქს-რომულიანას ნანგრევები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გვიანდელი რომაული ძეგლია ევროპაში. ადრეულ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ უძველესი ნაგებობა რომაული სამხედრო ბანაკის ფუნქციებს ასრულებდა, რაზეც მისი ზომა და მრავალი კოშკი აფიქრებინებდა. მაგრამ, 1953 წლიდან დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ის საიმპერატორო სასახლე იყო. სასახლის მშენებლობა 298 წელს დაწყებულა, მას შემდეგ, რაც რომაელებმა სპარსელებზე გაიმარჯვეს, რამაც გალერიუსს დიდება და სახელი მოუტანა. სახელი ფელიქს რომულიანა იმპერატორმა დედამისის, რომულას პატივსაცემად უწოდა, რომელიც წარმართული კულტის მღვდლის ცოლი იყო. სასახლის კომპლექსის მთავარი დანიშნულება იყო დედამისის ღვთაებრივი დიდება. ასევე წარმოადგენდა მისი, როგორც იმპერატორის საგმირო საქმეების აღმნიშვნელი მონუმენტსა და უბრალოდ მდიდრულ ვილას. სასახლე ხელუხლებელი რჩებოდა V საუკუნის შუა წლებამდე, სანამ ის ჰუნებმა არ გაძარცვეს. მოგვიანებით არეალი ფერმერებისა და ხელოსნების უბრალო დასახლებად იქცა, მაგრამ მალევე მიტოვებული აღმოჩნდა, სანამ აქ VII საუკუნეში სლავები მოვიდოდნენ.

დღეისათვის, ფელიქს-რომულიანა სერბეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

2007 წელს, იუნესკომ გამზიგრად-რომულიანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება