გამბია (ინგლ. Gambia River; ფრანგ. Gambie) — მდინარე გვინეაში, სენეგალსა და გამბიაში. დასავლეთ აფრიკის მთავარი მდინარე. სათავე აქვს ფუტა-ჯალონის პლატოზე, ზღვის დონიდან 1030 მ სიმაღლეზე. სიგრძე 1120 კმ, აუზის ფართობი 77 054 კმ².[1] ქალაქ ბანჯულთან ერთვის ატლანტის ოკეანეს, სადაც წარმოქმნის 30 კმ სიგანის რიას ან დაძირულ ესტუარს.[2]

გამბია
ქვეყანა გვინეის დროშა გვინეა
სენეგალის დროშა სენეგალი
გამბიის დროშა გამბია
სათავე ფუტა-ჯალონი
11°24′18″ ჩ. გ. 12°15′05″ დ. გ. / 11.40500° ჩ. გ. 12.25139° დ. გ. / 11.40500; -12.25139
სათავის სიმაღლე 1030 მ
შესართავი ატლანტის ოკეანე
13°28′00″ ჩ. გ. 16°34′00″ დ. გ. / 13.46667° ჩ. გ. 16.56667° დ. გ. / 13.46667; -16.56667
სიგრძე 1120 კმ
აუზის ფართობი 77 054 კმ²
გამბია (მდინარე) — აფრიკა
გამბია (მდინარე)
გამბია (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} გამბია ვიკისაწყობში

კალაპოტი დაკლაკნილია, ხშირია ჭორომები, ბევრია კუნძული, რომელთა შორის აღსანიშნავია ელეფანტი და მაკ-კართი. ხეობის სიგანე დინების შესაბამისად შესამჩნევად იცვლება. მდინარე შეჭრილია პალეოგენური და ნეოგენური ქვიშაქვებით აგებულ პლატოში. შუაწელში დაჭაობებულია. წყალმოვარდნა იცის ივნის-ნოემბერში. საზრდოობს წვიმის წყლით.[3]

ქვემო დინებაში იერთებს მრავალრიცხოვან მცირე შენაკადებს, რომლებსაც „ბოლონგებს“ ან „ბოლონებს“ უწოდებენ. უდიდესია ბინტან-ბოლონი, რომელიც გამბიას მარცხენა მხრიდან ერთვის. ძლიერი მოქცევის შედეგად ზღვის წყალი მდინირის აღმა 160 კმ-ზე ვრცელდება.[3]

შესრთავიდან 480 კმ-ში, გამბიისა და სენეგალის საზღვარზეა ბარა-კუნდის ჩანჩქერი.[2]

ქვემო დინებაშია ხშირი მანგროვიანი ჭაობები, მდინარის ნაპირის შედარებით შემაღლებულ კალთებზე მდელო და მაღალი ბალახეული. ხეობის გასწვრივ იზრდება პალმის ზეთი.[2]

მდინარისა და მისი პატარა შენაკადების ვეგეტაცია მწერების, ცხოველებისა და ფრინველების ხელსაყრელ ჰაბიტატს უზრუნველყოფს, ხოლო ჭაობები კოღოებისა და ცეცეს ადგილსამყოფელია.[2]

მდიდარია თევზით, ბევრია ბეჰემოთი და ნიანგი. დარეგისტრირებულია 400-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ალკუნი, გუგული, მერცხალი, ყანჩა, მენექტრია, ქორი, ჭრიჭინა მეჩალია.[2]

გამბია აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სანაოსნო მდინარეა, რის გამოც, მის მთავარ ღირებულებას სატრანსპორტო დანიშნულება წარმოადგენს. სანაოსნოა შესართავიდან 320 კმ-ზე.[3]

მდინარის ნაპირზეა ქალაქები: ჯანჯანბურე, კუნტაური და სხვა; შესართავში ბანჯული.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. Lamagat, J. P.; Albergel, J.; Bouchez, J. M.; Monographie Hydrologique du Fleuve Gambie. 1990
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Gambia River, West Africa | Encyclopedia Britannica
  3. 3.0 3.1 3.2 Africana: The Encyclopedia of the African and African-American Experience (5 Volume Set), Oxford University Press; 2nd edition, 2005
  4. Philip Briggs, Simon Fenton. The Gambia (Bradt Travel Guide). 2nd edition, 2018