გალების იმპერია (ლათ. Imperium Galliarum) — თანამედროვე სახელწოდება დამოუკიდებელი პოლიტიკური წარმონაქმნის, რომელიც რომის იმპერიის კრიზისის პერიოდში არსებობდა (260-273 წლებში). გალების იმპერია შედგებოდა სეპარატისული პროვინციების გალია, ბრიტანია და ისპანიასგან.