გალგუდუდის რეგიონი

გალგუდუდი (სომალ. Galgaduud, არაბ. جلجدود) — რეგიონი (gobol) სომალის ცენტრალურ ნაწილში.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დუსამარები.

რეგიონი
გალგუდუდი
სომალ. Galgaduud
არაბ. جلجدود
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი Dusmareb
კოორდინატები 5°20′13″ ჩ. გ. 46°37′13″ ა. გ. / 5.33694° ჩ. გ. 46.62028° ა. გ. / 5.33694; 46.62028
ფართობი 46 126 კმ²
მოსახლეობა 569 434 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 12,35 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +252

მდებარეობა რედაქტირება

რეგიონი ესაზღვრება ეთიოპიას და სომალის მუდუგის, ჰირანის და შუა შაბელეს რეგიონებს. აქვს ინდოეთის ოკეანეზე გასასვლელი.

პოლიტიკური სიტუაცია რედაქტირება

რეგიონს აკონტროლებს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გალმუდუგი, ჰიმანი და ჰები და აჰლუ-სუნა ვალ-ჯამაას შეიარაღებული დაჯგუფება. მაგრამ 2014 წლიდან სომალის ფედერალური მთავრობის ეგიდით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავტონომიური ცენტრალური რეგიონების სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელშიც შევლენ გალმუდუგი, ჰიმანი და ჰები და აჰლუ-სუნა ვალ-ჯამაა. გალგუდუდის რეგიონი შეიძლება გახდეს ახლადშექმნილი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი. ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ჰარაკატ აშ-შაბააბის რადიკალური ისლამური სახელმწიფო.

მაგრამ 2014 წლის ბოლოს ასევე ხდებოდა შეიარაღებული შეტაკებები სამთავრობო ჯარებსა და აჰლუ-სუნა ვალ-ჯამაას რაზმებს შორის, რომლის მიზეზი იყო გალგუდუდის სტატუსის შესახებ უთანხმოება და სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქების დუსამარების და გურიელის დაკავება.[2][3]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

გალგუდუდის რეგიონი შედგება 5 რაიონისგან:[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. Somalia. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 6 December 2013.
  2. 15 killed as govt forces, militants clash in C. Somalia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-30. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  3. Ahlu-sunnah protest against Somali army in Galgaduud. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-05. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  4. Galgaduud Region. ციტირების თარიღი: 30 January 2014.