გაიტო გაზდანოვი (რუს. Гайто́ (Гео́ргий) Ива́нович Газда́нов, Gaito [Georgii] Ivanovich Gazdanov; ოს. Гæздæнты Бæппийы фырт Гайто, Gæzdænty Bæppijy fyrt Gajto; დ. 6 დეკემბერი, 1903 – გ. 6 დეკემბერი, 1971) — ოსური წარმოშობის რუსი ემიგრანტი მწერალი. ცხოვრობდა პარიზში. მისი მამა იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ოსეთიდან. გაზდანოვმა საკუთარი მოთხრობები პირველად 1926 წელს, საფრანგეთში, რუსულ ენაზე გამოსცა. მისი ნოველები Вечер у Клэр (1929) და Призрак Александра Вольфа (1948) გახდა მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები რომლებიც მოხსენიებული იქნა მაქსიმ გორკის, ივან ბუნინის და ვლადისლავ ხოდასევიჩის მიერ. გაზდანოვი იყო საფრანგეთის წინააღმდეგობის წევრი, მაშინ როდესაც საფრანგეთი ოკუპირებული იყო. 1953 წელს როგორც რედაქტორი შეუერთდა „რადიო თავისუფლებას“. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში გაზდანოვმა მშვენივრად ისწავლა ფრანგული ენა. მიუხედავად ამისა მოთხრობების წერას რუსულ ენაზე აგრძელებდა.[8]

გაიტო გაზდანოვი
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი (6 დეკემბერი), 1903[1] [2] ან 6 დეკემბერი, 1903(1903-12-06)[3] [2]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[4]
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 1971(1971-12-05)[1] [5] [6] [3] [2]
გარდაცვალების ადგილი მიუნხენი[4]
დასაფლავებულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და პროზაიკოსი[7]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
Magnum opus Buddha's Return, An Evening with Claire და The Specter of Alexander Wolf

ბიოგრაფია რედაქტირება

გაიტო გაზდანოვი 1903 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. იზრდებოდა უკრაინასა და ციმბირში სადაც მამამისი მეტყევედ მუშაობდა. გაზდანოვი მონაწილეობას იღებდა რუსეთის სამოქალაქო ომში. იბრძოდა პიოტრ ვრანგლერის თეთრი არმიის რიგებში. 1920 წელს დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, პარიზში სადაც მუშაობდა „Renault“-ის ქარხნებში. მის ადრეულ ნაწარმოებებში აღწერილი იყო მისი რუსული გამოცდილება. 1930-იან წლებში ეს სტილი შეიცვალა. ის ეხებოდა გაზდანოვის რუსულ და ფრანგულ ცხოვრებას პარიზში. გაზდანოვი იყო ტაქსის მძღოლი. გარდაიცვალა მიუნხენში, 1971 წელს.

გაზდანოვის პირველმა რომანმა - „Вечер у Клэр“ (1929 წ.). რომანმა აღიარება მოიპოვა მაქსიმ გორკისა და ივან ბუნინისაგან. 1930 წელს გამოვიდა მისი მოთხრობა „შავი გედი“, სადაც მთავარი გმირი თავს იკლავს, რადგან მას არ აქვს ავსტრალიაში გადასვლის შანსი, რომელიც მას წარმოუდგენია მოხდენილი შავი გედების იდეალიზებული სამოთხე. თავისი პირველი მოთხრობების სიძლიერით, გაზდანოვი კრიტიკოსებმა აღწერეს, როგორც ერთ-ერთი უნიჭიერესმა მწერალი, რომელმაც დაიწყო კარიერა ემიგრაციაში.

გაზდანოვის მოწიფული ნამუშევარი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იგი აშკარად ცდილობდა დაეწერა ახალი ჟანრის, მეტაფიზიკური თრილერები. კრიმინალური შეთქმულების ოსტატობა და ფსიქოლოგიური დეტალების გააზრება აშკარად ჩანს მის ორ ყველაზე პოპულარულ რომანში, „ Призрак Александра Вольфа“ და „Возвращение Будды“, რომლის ინგლისური თარგმანები გამოჩნდა 1950 და 1951 წლებში.[9]

 
გაზდანოვის საფლავი.

1953 წელს გაზდანოვი შეუერთდა „რადიო თავისუფლებას“ სადაც 1971 წლამდე (კიბოთი გარდაცვალებამდე) „გიორგი ჩერკასოვის“ სახელით მიჰყავდა გადაცემა რუსულ ლიტერატურაზე..

გაზდანოვის ნაწარმოებები არასდროს გამოქვეყნებულა საბჭოთა კავშირში. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, 1990-იან წლებში რუსეთში დაიწყო მისი ნაწარმოებების გამოცემა. 1990-იანი წლებიდან დაწყებული მისი ნამუშევრების ორმოცდაათზე მეტი გამოცემა, მათ შორის სამტომეული კრებული (1998), რასაც მოჰყვა ხუთტომეული კრებული (2009 წ., ავტ. ტ. კრასავჩენკო). ყოველწლიურად გაზდანოვის მკითველები იკრიბებიან რათა განიხილიონ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  3. 3.0 3.1 Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 443–446. — ISBN 5-94848-245-6
  4. 4.0 4.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118537644 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. SNAC — 2010.
  6. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. Czech National Authority Database
  8. László Dienes. Gaito Gazdanov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი 2021.
  9. ISBN 0-521-42567-0. Page 518.