გაიოზ გოგიბერიძე
გაიოზ გალაქტიონის ძე გოგიბერიძე (დ. 5 თებერვალი, 1922, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 11 დეკემბერი, 2000, ბათუმი) — ქართველი მსახიობი, აჭარის დამსახურებული არტისტი (1957), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1982 ).
გაიოზ გოგიბერიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | გაიოზ გოგიბერიძე |
დაბადების თარიღი |
5 თებერვალი, 1922 სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
11 დეკემბერი, 2000 (78 წლის) ბათუმი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია რედაქტირება
1938–1941 და 1943–1950 წლებში იყო ბათუმის, ჩოხატაურის, ხულოს თეატრების მსახიობი; 1951–1956 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შემდეგ — ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1956 წლიდან კვლავ ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრი იყო. გოგიბერიძის მიერ შესრულებული როლებს შორის აღსანიშნავია: ონისე (ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), უფლისწული (მიხეილ ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), პეპო (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“), ესოპე (გილერმე ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“), კოჩკარიოვი (ნიკოლოზ გოგოლის „ქორწინება“), არტური (ეთელ ლილიან ვოინიჩის „კრაზანა“), ბაში- აჩუკი (აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“), კასიო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), მანუჩა (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ზაროვაველი (ეჟი იურანდოტის „მეცხრე წმინდანი“).
ლიტერატურა რედაქტირება
- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 61.