გაიზერიხი, გეიზერიხი, გენზერიხი (დ. 390 – გ. 477) – ვანდალების მეფე 428-477 წლებში. 429 წელს ვანდალები გაიზეიხის მეთაურობით ესპანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკაში შეიჭრნენ, 439 წელს აიღეს კართაგენი და იქ აჯანყებული მონებისა და კოლონების მხარდაჭერით შექმნეს თავიანთი სახელმწიფო (დედაქალაქი კართაგო). მათი ფლოტი დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდა. გაიზერიხმა დაიპყრო ასევე კორსიკა, სარდინია; 455 წელს დაანგრია და გაძარცვა რომი; ხოლო 461 და 468 წლებში გაანადგურა მის წინააღმდეგ გამოგზავნილი რომაელთა ფლოტი.

გაიზერიხის მიერ რომის გაძარცვა, მხატვარი კარლ ბრიულოვი

ლიტერატურა რედაქტირება