გავაზის მესამე კოშკი

გავაზის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. კოშკი დგას სოფლის განაპირას, ხაბეიშვილის ვენახში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი სათავდაცვოა, გეგმით სწორკუთხა (5,3x4,5 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით და ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. დაზიანებულია; შემორჩენილია სამი სართული სიმაღლეზე (მეოთხე სართულის კედლები ფრაგმანტულად). ჩაქცეულია სართულ შუა გადახურები, კედლებზე კი ჩანს კოჭების ბუდეები, პირველი სართული ამოვსებულია მიწით. შეისრულთაღიანი შესასვლელი აღმოსავლეთით, მეორე სართულზეა. ჩრდილოეთ კედელზე ჩანს ბუხრის კვალი. სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია, სათოფურები დანარჩენ სართულებზეცაა.

ლიტერატურა რედაქტირება