გაეტის ყურე (იტალ. Golfo di Gaeta) — ყურე ტირენიის ზღვაში, იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩირსეოს მთა, სამხრეთით — კუნძული ისკია და დასავლეთით — პონციანის კუნძულები. მისი სანაპიროები იშლება იტალიის ორ რეგიონზე — ლაციოსა და კამპანიაზე.

გაეტის ყურის მდებარეობა
ყურის ჩრდილოეთ ნაწილისა და ჩირსეოს მთის ხედი

ყურის მაქსიმალური სიგრძე 92 კმ-ია, სიგანე კი 50 კმ. სახელი ეწოდა ლაციოს პროვინციაში, მის სანაპიროზე მდებარე სოფელ გაეტისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩამდინარე მდინარეა ვოლტურნო. ყურის აკვატორიაში ძლიერ განვითარებულია ტურიზმი, რაც უპირველესად მისი პლაჟების დამსახურებაა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება