გაეტანო ვესტრისი, (დ. 18 აპრილი, 1729, ფლორენცია — გ. 23 სექტემბერი, 1808, პარიზი) — იტალიელი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლობდა პარიზში ლ. დიუპრესთან. 1748 წელს გამოვიდა „პარიზის ოპერაში.“ თანამედროვენი მას „ცეკვის ღმერთს“ უწოდებდნენ. 1770 წელს მიიღო პარიზის ოპერის ბალეტმეისტერის წოდება. 1770-1776 წლებში იყო პარიზის ოპერის პედაგოგი. 1782 წელს დატოვა სცენა. მისი შვილი, ოგიუს ვესტრისი აგრეთვე მოცეკვავე და პედაგოგი იყო. მისი მოწაფეები იყვნენ ჯ. პერო, ა. ბურნონვილი და ფ. ელსლერი.

ლიტერატურა რედაქტირება