ბჰუტანის საგარეო ურთიერთობები

ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 ქვეყნიდან 54 სახელმწიფოსთან და ევროპის კავშირთან აქვს.[1][2] ბჰუტანის შეზღუდული საგარეო ურთიერთობები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ფორმალური ურთიერთოების არქონა, ქვეყნის განსაზღვრული იზოლაციონისტური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოზე უცხოური გავლენის შესუსტებას ისახავს მზნად.[3] აღნიშნულ პოზიციას ინდოეთთან ახლო ურთიერთობები ამყარებს, რომლის პროტექტორატიც იყო.[3][4]

ქვეყნები, რომლებთანაც ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

1971 წელს ინდოეთის მხარდაჭერით ბურტანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრინებით საგარეო ურთიერთობების განვითარება დაიწყო. 1981 წელს ბუტანი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს შეუერთდა, ხოლო მომდევნო წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და იუნესკოში გაწევრიანდა. იგი სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის აქტიური წევრია. ბჰუტანი ამჟამად 45 საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.[5]

ბჰუტანის კონსტიტუტციის მე-20 მუხლის თანახმად, ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ბჰუტანის მეფის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა მინისტრების მიერ განისაზღვრება.[6]

დიპლომატიური ურთიერთობები რედაქტირება

ბჰუტანის საელჩოები მდებარეობს ბანგლადეშში, ბელგიაში, ინდოეთში, ავსტრალიასა და ტაილანდში.[1] თავის მხრივ, თიმფუში ბანგლადეშის, ინდოეთისა და ქუვეითის საელჩოები მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქში წარმომადგენელი ოფისი აქვს დანიასაც.[7] ქვემოთ მოცემულ ცხრილში ის სახელმწიფოებია წარმოდგენილი, რომლებთანაც ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.

# ქვეყანა[1] თარიღი
1   ინდოეთი იანვარი, 1968
2   ბანგლადეში 12 აპრილი, 1973
3   ქუვეითი 23 მაისი, 1983
4   ნეპალი 3 ივნისი, 1983
5   მალდივი 20 ივლისი, 1984
6   ნიდერლანდები 10 ივნისი, 1985
  ევროპის კავშირი 9 აგვისტო, 1985
7   დანია 13 აგვისტო, 1985
8   შვედეთი 27 აგვისტო, 1985
9   შვეიცარია 16 სექტემბერი, 1985
10   ნორვეგია 5 ნოემბერი, 1985
11   იაპონია 28 მარტი, 1986
12   ფინეთი 1 მაისი, 1986
13   შრი-ლანკა 13 მაისი, 1987
14   სამხრეთი კორეა 24 სექტემბერი, 1987
15   პაკისტანი 15 დეკემბერი, 1988
16   ავსტრია 8 მაისი, 1989
17   ტაილანდი 14 ნოემბერი, 1989
18   ბაჰრეინი 6 იანვარი, 1992
19   ავსტრალია 14 სექტემბერი, 2002
20   სინგაპური 20 სექტემბერი, 2002
21   კანადა 25 ივნისი, 2003
22   ბელგია 21 იანვარი, 2009
23   ბრაზილია 21 სექტემბერი, 2009
24   ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა 20 აპრილი, 2010
25   ესპანეთი 11 თებერვალი, 2011
26   კუბა 26 სექტემბერი, 2011
27   ფიჯი 18 ნოემბერი, 2011
28   მაროკო 21 ნოემბერი, 2011
29   ლუქსემბურგი 1 დეკემბერი, 2011
30   ჩეხეთის რესპუბლიკა 2 დეკემბერი, 2011
31   სერბეთი 9 დეკემბერი, 2011
32   ინდონეზია 15 დეკემბერი, 2011
33   მონღოლეთი 18 იანვარი, 2012
34   ვიეტნამი 19 იანვარი, 2012
35   მიანმარი 1 თებერვალი, 2012
36   არგენტინა 14 მარტი, 2012
37   კოსტა-რიკა 21 მარტი, 2012
38   ანდორა 23 მარტი, 2012
39   მავრიკი 2 ივლისი, 2012
40   სვაზილენდი 21 აგვისტო, 2012
41   არაბთა გაერთიანებული საამიროები 13 სექტემბერი, 2012
42   სლოვენია 13 სექტემბერი, 2012
43   სლოვაკეთი 26 სექტემბერი, 2012
44   სომხეთი 26 სექტემბერი, 2012
45   თურქეთი 26 სექტემბერი, 2012
46   ეგვიპტე 14 ნოემბერი, 2012
47   ყაზახეთი 20 ნოემბერი, 2012
48   პოლონეთი 29 ნოემბერი, 2012
49   კოლუმბია 21 დეკემბერი, 2012
50   ტაჯიკეთი 24 იანვარი, 2013
51   აზერბაიჯანი 7 თებერვალი, 2013
52   ომანი 15 მარტი, 2013
53   გერმანია 25 ნოემბერი, 2020
54   ისრაელი 12 დეკემბერი, 2020

აზია რედაქტირება

 
ბანგლადეშისა და ბჰუტანის პრემიერ-მინისტრები სამხრეთ აზიის სხვა ლიდერებთან ერთად სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის სამიტზე თხიმფხუში

ბანგლადეში რედაქტირება

ბანგლადეში ერთ-ერთია იმ სამ სახელმწიფოს შორის, რომელთაც თიმფუში საელჩოები აქვთ. ბჰუტანი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობა აღიარა. ორი სახელმწიფო ჰიმალაის მთებში ჰიდროენერგიის განვითარებაზე შეთანხმდა, ისევე, როგორც თავისუფალ ვაჭრობასა და ბანგლადეშის პორტების მეშვეობით გადაზიდვებზე.[8] სახელმწიფოები თანამშრომლობენ წყლის რესურსების მენეჯმენტის მხრივაც. ბჰუტანიც და ბანგლადეშიც სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციისა და ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის წევრია.

ჩინეთი რედაქტირება

ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მის ჩრდილოეთ მეზობელთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ბჰუტანი ასევე ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ორი ჩინეთიდან არცეთთან აქვთ ურთიერთობები. ბჰუტანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვარი 1950 წელს ტიბეტში შეჭრის შემდეგ დაიკეტა, რასაც ლტოლვილთა შემოდინება მოჰყვა. საზღვარი ბოლომდე ზუსტად დადგენილიც არ ყოფილა. 1961 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც ტრადიციული საზღვარი შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი. 1998 წელს საზღვრებზე მშვიდობისა და სიმშვიდის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შემცირდა. აღნიშნული შეთანხმება პირველი ორმხრივი შეთანხმება იყო ჩინეთსა და ბჰუტანს შორის. ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობისა, ბჰუტანის საპატიო საკონსულო მაკაოში 2000 წლიდან და ჰონგ-კონგში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.

2005 წლის ბოლოს ბჰუტანმა განაცხადა, რომ ჩინელი სამხედროები ბჰუტანის ტერიტორიაზე გზებსა და ხიდებს აგებდნენ. ბჰუტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხანდუ ვანგჩუკმა, ბჰუტანის პარლამენტში საკითხის წინ წამოწევის შემდეგ საზღვრების თემა ჩინეთის წარმომადგენლებთან განიხილა. საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ცინ განგმა, აღნიშნა, რომ საზღვარი კვლავ სადაო რჩება და ორივე მხარე მშვიდობიან მოლაპარაკებებს განაგრძობს.[9] ბჰუტანური გაზეთი Kuensel აღნიშნავდა, რომ ჩინეთმა გზები შეიძლება საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების მისაკუთრებისთვის გამოიყენოს.[10]

ინდოეთი რედაქტირება

 
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ბჰუტანის პრემიერ მინისტრ ცერინგ ტობგაისთან შეხვედრისას

ისტორიულად ინდოეთსა და ბჰუტანს შორის ახლო კავშირები იყო დამყარებული. სახელმწიფოებმა მეგობრობის ხელშეკრულებას 1949 წელს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ინდოეთი ბჰუტანს საგარეო ურთიერთობებში მხარს უჭერს. სამეფო ბჰუტანური საელჩო ნიუ-დელში მდებარეობს, ხოლო ინდოეთის საელჩო თხიმფხუშია განთავსებული. დღემდე ინდოეთს ბჰუტანის საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვაზა და კომერციაზე დიდი გავლენა აქვს.

ისრაელი რედაქტირება

ბჰუტანსა და ისრაელს შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები 2020 წელს დამყარდა. ურთიერთთანამშრომლობის მთავარი მიმართულებებია ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სასოფლო-სამეურნეო განვითარება.[11]

ნეპალი რედაქტირება

ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები 1983 წელს ჩამოყალიბდა. 1992 წლიდან ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები დაიძაბა ბჰუტანელების რეპატრიაციის შემდეგ.[12]

სხვა სახელმწიფოები რედაქტირება

აშშ რედაქტირება

ბჰუტანსა და აშშ-ს მეგობრული ურთიერთობები აქვთ. ინდოეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაცხოველებას აშშ-სა და ბჰუტანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაც მოჰყვა. ბჰუტანი აშშ-ში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი, ხოლო აშშ ბჰუტანს ნიუ-დელში მდებარე საელჩოთი ფარავს.[13] ბჰუტანია აზიის იმ ორი ქვეყნიდან (ჩრდილოეთ კორეასთან ერთად), რომელშიც აშშ-ის საელჩო არ მდებარეობს.

თურქეთი რედაქტირება

თურქეთსა და ბჰუტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს დამყარდა.[14] თურქეთი ბჰუტანთან ნიუ-დელში მდებარე საელჩოთი თანამშრომლობს.[15] 2018 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის დონემ 1.58 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა (ბჰუტანის ექსპორტი/იმპორტი:1.48/0.1 ამერიკული დოლარი).[14]

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

  • Marian Gallenkamp. (2010) Between China, India and the Refugees: Understanding Bhutan's National Security Scenario. Institute of Peace and Conflict Studies (IPCS). ციტირების თარიღი: 2013-02-05
  • Matteo Miele, Chinese Shadows on Bhutanese Independence after the Treaty of Punakha. The Tibetan Buddhist Connection and the British Diplomatic Action, in Seiji Kumagai (ed.), Buddhism, Culture and Society in Bhutan, Vajra Publications, Kathmandu, 2018, pp. 215–239
  • Nayak, Nihar R. (September 2021) Political Changes in Nepal and Bhutan Emerging Trends in Foreign Policy in Post 2008 Period. Manohar Parrikar Institute for Defence Studies and Analyses. ISBN 978-81-953957-1-2. 
  • Thierry, Mathou (2004). „Bhutan-China Relations: Towards a new Step in Himalayan Politics“ (PDF). The Spider and the Piglet: Proceedings of the First Seminar on Bhutan Studies. Centre for Bhutan Studies: 388–411. doi:10.11588/XAREP.00002625. ISBN 99936-14-19-X.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Bilateral relations. ციტირების თარიღი: 4 May 2021
  2. Israel normalizes ties with Bhutan en-US. ციტირების თარიღი: 2020-12-12
  3. 3.0 3.1 Chaudhury, Dipanjan Roy. „Bhutan doesn't have diplomatic ties with any of the 5 UNSC permanent members“. The Economic Times. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  4. Bedjaoui, Mohammed (1991), International Law: Achievements and Prospects, Martinus Nijhoff Publishers, pp. 51–, ISBN 92-3-102716-6, https://books.google.com/books?id=jrTsNTzcY7EC&pg=PA51: "The Treaty of Friendship of 8 August 1949 between Bhutan and India is an example of the creation of a protected State, Bhutan, with a quite loose relationship to the protecting State, India. By the terms of this Treaty of Friendship, Bhutan agreed to follow the guidance given by India in so far as external relations were concerned. India was not granted the power to exercise diplomatic rights on behalf of Bhutan and this way Bhutan remained in charge of its foreign policy."
  5. Foreign Relation and Trade. Bhutan Portal online. Government of Bhutan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-16. ციტირების თარიღი: 2011-03-29
  6. Constitution of the Kingdom of Bhutan (English). Government of Bhutan (2008-07-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2010-10-13
  7. Foreign Missions. ციტირების თარიღი: 16 December 2020
  8. Savada, Andrea Matles; Harris, George Lawrence (1993) Nepal and Bhutan: country studies. Federal Research Division, გვ. 332. „The specter of renewed Chinese claims to Bhutan, Sikkim, and Nepal was raised after China published a map in 1961 that showed alterations of traditional Sino-Bhutanese and other Himalayan borders in Beijing's favor“ 
  9. 中国不丹同意平等友好协商早日解决边界问题. China.com News (2005-12-01). ციტირების თარიღი: 2011-03-29
  10. Hindustan times article დაარქივებული December 29, 2007, საიტზე Wayback Machine.
  11. France-Presse, Agence. (2020-12-12) Israel establishes 'formal diplomatic relations' with Bhutan en. ციტირების თარიღი: 2020-12-15
  12. Country Profile: Nepal. Federal Research Division, Library of Congress (November 2005). ციტირების თარიღი: November 5, 2020
  13. U.S. Relations With Bhutan. United States Department of State (July 29, 2020). ციტირების თარიღი: January 8, 2021
  14. 14.0 14.1 Economic Relations between Turkey and Bhutan. Ministry of Foreign Affairs of Turkey.
  15. "Economic Development and Social Changes in Bhutan." pp. 82-99 in Urmila Phadnis, S.D. Muni, and Kalim Bahadur (eds.), Domestic Conflicts in South Asia. New Delhi: South Asian Publishers, 1986.