ბჰუტანის პოლიტიკური სისტემა

ბჰუტანის სამეფოში მოქმედებს კონსტიტუციური მონარქია. 1907-1950 წლებში ბჰუტანი აბსოლუტური მონარქია იყო. დემოკრატიულ პრინციპებზე გადასვლა საკმაოდ მშვიდობიანად მოხდა.[1] სახელმწიფოს მეთაურია ბჰუტანის მეფე. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მინისტრთა საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ორპალატიან პარლამენტს — ზედა ეროვნულ საბჭოსა და ქვედა ეროვნულ ასამბლეას. 2007 წლის სამეფო ბრძანებამ მოხსნა მანამდე არსებული აკრძალვა პოლიტიკურ პარტიებზე და ბრძანა, რომ ისინი უთუოდ უნდა შექმნილიყო ეროვნული ასამბლეის მომდევნო წლის არჩევნებამდე.[2] 2008 წელს ბჰუტანმა მიიღო პირველი თანამედროვე კონსტიტუცია, რომელმაც ჩამოაყალიბა სამთავრობო ინსტიტუციები და კანონიერი საფუძველი შექმნა დემოკრატიული მრავალპარტიული სისტემისათვის.

ბჰუტანის გერბი

სქოლიო რედაქტირება

  1. Kaul, Nitasha (2008-03-27). „Bhutan is Neither Authoritarian Nor Stuck in a Time Warp“. The Guardian Online. ციტირების თარიღი: 2009-07-20.
  2. Sengupta, Somini (2007-04-24). „Line Up and Pick a Dragon: Bhutan Learns to Vote“. New York Times. ციტირების თარიღი: 2007-04-24.