ბჰუტანის ემბლემა (ძონგ-კე. རྒྱལ་ཡོངས་ལས་རྟགས་ [rgyal-yongs las-rtags]) — შეიცავს ბჰუტანის დროშის ზოგიერთ ელემენტს, მცირედი ცვლილებებით. ემბლემაზე მრავალი ბუდისტური სიმბოლიკაა.

ემბლემის ოფიციალური ახსნა: „ეროვნული ემბლემა მდებარეობს წრეში, შედგენილია ორმაგი ვაჯრით (ელვის ალმასური დარტყმით), რომელიც მოთავსებულია ლოტოსის ზემოთ. ლოტოსი ორ დრაკონს შორისაა მოქცეული, მათ შორის კი ძვირფასი ქვებია. ვაჯრა წარმოადგენს საერო და სასულიერო ძალაუფლებებს შორის ჰარმონიას. ლოტოსი სისუფთავის სიმბოლოა; ძვირფასი ქვა გამოხატავს უმაღლეს ხელისუფლებას; ხოლო ორი დრაკონი, ქალი და კაცი, მხარს უბამს იმ ქვეყნის სახელწოდებას, რომლის სიმბოლოებიც ისინი არის“

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება