ბჭე-მედიატორთა სასამართლო

ბჭე-მედიატორთა სასამართლო — ბჭეთა, ანუ მედიატორთა სასამართლო აღმოსავლეთ საქართველოში, რუსეთთან შეერთების წინ. ბჭეები მხარეთა მიერ არჩეული მოსამართლეები იყვნენ, რომლებიც მხოლოდ ჩვეულებითი სამართლის მიხედვით განიხილავდნენ საქმეებს. შეეძლოთ აერჩიათ ერთი-ორი, სამ-სამი ან მეტი ბჭე. ბჭეების ძირითადი ფუნქცია მხარეთა მორიგება იყო. ისინი საქმეებს განიხილავდნენ სანივთო ურთიერთობების სფეროში, ვალდებულებით დავებს ურთიერთანგარიშსწორების შესახებ და მემკვიდრეობით დავებს. ბჭეთა სასამართლო ყოველთვის კოლაგიალური იყო. იგი ჩვეულებით სამართალს ეყრდნობოთა. ბჭე-მედიატორთა სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ეს არ გამორიცხავდა საქმის ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას. სასამართლო პროცესი, როგორც წესი, ზეპირად მიმდინარეობდა, გადაწყვეტილებათა წერილობითი გაფორმება სავალდებულო არ იყო. ბჭედ შეიძლებოდა არჩეულიყო ნებისმიერი სასულიერო და საერო პირი[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004

სქოლიო რედაქტირება

  1. ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 410