ბღავანა (ლათ. Russula emetica) — ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ბრტყლად ამოზნექილი ქუდი მოწითალო-ვარდისფერი ან წითელია. ზედაპირი ზოლიანკიდეებიანია, მშრალი და პრიალა. რბილობი თეთრია. მოყვითალო თეთრი ფირფიტები დროთა განმავლობაში ყვითლდება. ფეხი — თეთრი, ცილინდრულია. იზრდება ერთეულ ეგზემპლიარებად ტენიან ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში. საჭმელად მხოლოდ დამწნილებულს იყენებენ.

ბღავანა

ბღავანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Russula emetica

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება