სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.

ბუხუტი გურგენიძე (დ. 13 ნოემბერი, 1933, დაბა სურამი, — გ. 23 მაისი, 2008, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე. პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი (1970). სსრკ სპორტის ოსტატი (1955), საერთაშორისო ოსტატი (1968), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1968), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1969), საქართველოს თერთმეტლგზის ჩემპიონი (1958-65, 1968, 1970, 1973), სსრკ ჩემპიონატების ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი – VII-VIII ადგილი, 1958), სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის ოთხგზის მონაწილე და ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1957, 1958). გაიმარჯვა შემდეგ საერთაშoრისო ტურნირებში: სოფია (1959, I-III ადგილი); თბილისი (1965, I ადგილი); ბათუმი (1966, I-IV ადგილი); თბილისი, ვ. გოგლიძის I მემორიალი (1970, I-II ადგილი მიხეილ ტალთან ერთად); ოლომოუცი (1976, I ადგილი); თბილისი, ვ. ქარსელაძის IV მემორიალი (1976, I ადგილი); ჰრადეცკრალოვე (1977-78, I-II ადგილი). იყო ნანა ალექსანდრიას მწვრთნელი (1966-76), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჭადრაკის სასახლის დირექტორი (1989-94). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1996).

ბუხუტი გურგენიძე

ბუხუტი გურგენიძე
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1933
დაბადების ადგილი დაბა სურამი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 2008
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
წოდება გროსმაისტერი (1970)
ჯილდოები და პრემიები სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 212.
  • გიორგაძე თ., ბუხუტი გურგენიძე 60/45, თბ., 1993.