ბუჩქნარის მემინდვრია

ბუჩქნარის მემინდვრია (ლათ. Microtus (Pitymys) majori) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში. ბინადრობს ფოთლოვან და ნაწილობრივ შერეულ ტყეში, ბუჩქნარებში, მთაგორიან მდელოებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 2300 -მდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც თვითონვე თხრის. შობს 3–4 ნაშიერს. წლის განმავლობაში მრავლდება 2–3-ჯერ. იკვებება მარცვლოვანი კულტურებით, ბალახით, თესლით, ბოლქვებით და ფესვებით. იძლევა რამდენიმე ქვესახეობას, რომელთაგან საქართველოში გავრცელებულია მცირეაზიური ბუჩქნარის მემინდვრია (M. m. majori), ბინადრობს ახალციხისა და ახალქალაქის ზეგნებზე, აჭარაში, აფხაზეთში, სვანეთში, რაჭაში, შიდა ქართლში; სურამული ბუჩქნარის მემინდვრია (M. m. suramensis), გვხვდება კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში, სურამთან, თრიალეთის ქედზე; დაღესტნური ბუჩქნარის მემინდვრია (M. m. dagegtanicus), გვხვდება თუშეთში, ხევსურეთში.

ბუჩქნარის მემინდვრია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Microtus majori (Thomas, 1906)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 136354

ლიტერატურა რედაქტირება