ბუჩეჯის სფინქსი (რუმ. Sfinxul din Bucegi) — გეოლოგიური ფორმაცია, რუმინეთში, ბუჩეჯის მასივზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2216 მ სიმაღლეზე. ფორმით წააგავს ეგვიპტის სფინქსს, საიდანაც მოდის სახელწოდება. შექმნილია ქარისმიერი ეროზიით, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოქმნასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებაც. მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. „ბუჩეჯის სფინქსი“ კლასიფიცირდება როგორც უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნი. ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქი ბუშტენი.

ბუჩეჯის სფინქსი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება