ბურიატული ენაბურიატების და მონღოლური ერის ზოგიერთი ჯგუფის ენა. ეკუთვნის მონღოლურ ენათა ჯგუფის ჩრდილოურ შტოს. რუსულ ენასთან ერთად ბურიატეთის რესპუბლიკის ძირითადი ენაა. გავრცელებულია: ბურიატეთის რესპუბლიკაში, ირკუტსკის ოლქის უსტ-ორდის ბურიატთა ავტონომიურ ოკრუგსა და ჩიტის ოლქის აგის ბურიატთა ავტონომიურ ოკრუგში; მონღოლეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ბურიატულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 283 000 ათ. ადამიანი. ამათგან რუსეთში მოსაუბრეთა რაოდენობა უდრის — 218 557 ათასს, ჩინეთში — დაახლოებით 18 ათასს,[2][3][1] მონღოლეთში — 46 ათასს.[4] ბურიატული ენის ხმოვანთა სისტემა ექვემდებარება სინჰარმონიზმს. მორფოლოგიური სტრუქტურა აგლუტინაციურია. გამოიყოფა 5 დიალექტი. დამწერლობა შემოღებულია 1931 წლიდან ლათინური, ხოლო 1939 წლიდან — რუსული გრაფიკის საფუძველზე.

ბურიატული ენა
буряад хэлэн
გავრცელებულია რუსეთი, მონღოლეთი, ჩინეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 283 000 ათ.[1]
ოფიციალური სტატუსი რუსეთი (ბურიატეთის რესპუბლიკა, უსტ-ორდის ბურიატთა ავტონომიური ოკრუგი, აგის ბურიატთა ავტონომიური ოკრუგი), მონღოლეთის ჩრდილოეთი, ჩინეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია მონღოლურ ენათა ჯგუფი
დამწერლობის სისტემა კირილიცა

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Приведена численность с учётом баргутов, чей язык квалифицируется некоторыми источниками как диалект монгольского языка
  2. Норжин Ц. Qagucin bargu qamig-a aca ireksen bui? // Social Sciences of Inner Mongolia. № 128. 2004. P. 99—105.
  3. Численность баргутов не может быть определена точно так как в Китае они учитываются в составе монголов, а язык квалифицируется как диалект монгольского языкаОписание монгольского этноса Китая на официальном сайте Народного правительства Китая
  4. Приведена численность бурят (44 тыс.) и баргутов (2 тыс.) по данным текущего регистрационного учёта на 2007 год[1] დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. , все буряты Монголии свободно общаются и на монгольском языке.