ბურატა (იტალ. burrata, იტალიურად წარმოითქმის:  [burˈrata] ) — იტალიური ძროხის რძის (ზოგჯერ კამეჩის) ყველი, რომელიც მზადდება მოცარელასა და ნაღებისგან.[1] გარე გარსი მყარია, ხოლო შიგთავსი შეიცავს სტრაჩატელასა და შედედებულ ნაღებს, რაც მას უჩვეულო, რბილ ტექსტურას აძლევს. დამახასიათებელია აპულიისათვის.

ისტორია რედაქტირება

არის სამხრეთიტალიური, აპულიური პროდუქტი. მზადდება ძროხის რძისგან, დვრიტასგან და ნაღებისგან. შესაძლოა შექმნილი იყოს დაახლოებით 1900 წელს,[2] ძმები ბიანჩინოების (ლორენცო და ვინჩენცო) ფერმაში, ქალაქ ანდრიაში. უახლესმა ახალი ცნობებით, ლორენცო ბიანჩინომ პროდუქტი პირველად 1956 წელს შექმნა.[3]

1950-იან წლებში ბურატა უფრო ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი, რადგან ზოგიერთმა ადგილობრივმა ყველის ქარხანამ მისი წარმოება დაიწყო. ფართო ქარხნული წარმოების დაწყების მიუხედავად, ბურატამ პრემიუმპროდუქტის სტატუსი შეინარჩუნა.[4]

ბურატა ასევე იწარმოება შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით — აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქების (სადაც ისტორიულად მრავალი იტალიელი ამერიკელი ცხოვრობს) ხელით დამზადებული ყველის მაღაზიებში.[5] მიუხედავად ამისა, ორიგინალი „Burrata di Andria“ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულია როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა და ყველა ოპერაცია — ნედლეულის დამუშავებიდან მზა პროდუქტის წარმოებამდე — უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ გეოგრაფიულ რეგიონში — აპულიაში.[6]

სქოლიო რედაქტირება

  1. Valvona & Crolla: A Year at an Italian Table. ციტირების თარიღი: 11 December 2017. 
  2. Burrata, la regina dei formaggi. ციტირების თარიღი: 30 March 2011
  3. LA BURRATA DI ANDRIA. LA PRODUZIONE CASEARIA PUGLIESE IN TAVOLA A ROMA.
  4. Karen Hochman. (October 2007) Burrata Cheese. Cheese-Butter-Yoghurt Product Reviews. The Nibble. ციტირების თარიღი: 17 March 2011
  5. Darlington, Tenaya. Cheese of the Month: Claudio's Mozzarella (20 August 2010). ციტირების თარიღი: 5 August 2020
  6. Official Journal of the European Union: "Burrata di Andria" (PGI). ციტირების თარიღი: 7 May 2019