ბუნთურქები„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ქართლის (მტკვრის ხეობის) უძველესი მოსახლეობის სახელწოდება. რომლებთანაც ბრძოლა მოუხდა ვითომდა აქ მოსულ ალექსანდრე მაკედონელს. ქრონიკა მათ ახასიათებს, როგორც ველურ, მხეცური ბუნების ხალხს. „ბუნთურქი“ თავდაპირველ (ძველისძველ) თურქს აღნიშნავს (ძველი ქართული „ბუნი“ — „ნამდვილი“, „მკვიდრი“). ამით ქრონიკის ავტორს სურდა ისინი განესხვავებინა გვიანდელი, მისთვის ცნობილი თურქებისაგან. ქართული წყაროების ეს ცნობა ლეგენდარულია.

ლიტერატურა რედაქტირება