ბუნდოვნად, სკანერში

ფილიპ დიკის რომანი

ბუნდოვნად, სკანერში (ინგლ. A Scanner Darkly) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი, გამოქვეყნდა 1977 წელს. ნაწარმოები ნახევრად-ავტობიოგრაფიულია. მასში მოქმედება (გამოსვლის დროისთვის) მომავლის კალიფორნიაში, დისტოპიურ ქალაქ ორინჯში 1994 წლის ივნისში ვითარდება. რომანი ნარკოკულტურის და როგორც რეკრეაციული, აგრეთვე ძალადობრივი ნარკომოხმარების ვრცელ პორტრეტს გვიხატავს.

„ბუნდოვნად, სკანერში“

ავტორი ფილიპ კინდრედ დიკი
ენა ამერიკული ინგლისური
გამომცემელი Doubleday
გამოცემის თარიღი 1977

„ბუნდოვნად, სკანერში“ დიკის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია. მისი მიხედვით რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა 2006 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება