ბულგუკსა

(გადამისამართდა გვერდიდან ბულგუსკა)

ბულგუკსაკორეული ბუდიზმის ჩოგიეს წესდების მთავარი ტაძარი სამხრეთ კორეაში, კიუნსან-პუკტოს პროვინციაში. მოიცავს ქვეყნის ეროვნული საგანძურის 7 ობიექტს, მათ შორისაა ორი პაგოდა და ბუდას ორი მოოქროვილი სკულპტურა. 1995 წელს, იუნესკომ ბულგუკსა მიდგან 4 კმ-ში მდებარე სოკურამთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ბულგუკსა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 35°48′00″ ჩ. გ. 128°06′00″ ა. გ. / 35.80000° ჩ. გ. 128.10000° ა. გ. / 35.80000; 128.10000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 736
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 736
ინგლ.რუს.ფრ.

ტაძარი სილას სამეფოს ბუდისტური ხელოვნების ოქროს ხანის ნიმუშად მიიჩნევა. 1966 წელს აქ აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უძველესი, ხით ბეჭდვის ნიმუშები, რომლებიც ახ.წ. 704 - 751 წლებით თარიღდება. დაბეჭდილია ბუდისტური ტექსტები.

თანამედროვე კომპლექსის ადგილას, პირველადი, პატარა ტაძარი ახ.წ. 528 წელს აშენდა.

ისტორია რედაქტირება

ქრონიკების თანახმად თანამედროვე ბულგუკსის ტერიტორიაზე პირველი ტაძარი ააშენეს 538 წელს. სამგუგიუსაში (ლეგენდების კრებული) ლაპარაკია იმაზე, რომ ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 751 წელს კიმ დე სონოს მიერ თავისი წინაპრების სულთა საოხად. მშენებლობა დამთავრდა მისი გარდაცვალები შემდეგ 774 წელს. ახალ ტაძარს ეწოდა ბულგუკსა (ბუდას მიწის მონასტერი).

კორიოს დინასტიისა და ჩოსონის დინასტიის ადრეულ პერიოდში ტაძარი ნაწილობრივ გადააკეთეს. იმჯინის ომის დროს (1592-1598 წწ.) ხის ნაგებობები დაიწვა. 1604 წელს დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია და გაფართოება. 1805 წლამდე ჩატარდა 40-მდე სამშენებლო და აღდგენითი სამუშაო. იაპონიიის კოლონიური მმართველობის დროს 1910-1945 წლებში იაპონელებმა დაიწყეს ტაძრის რესტავრაცია, თუმაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის შემდეგ, 1966 წელს დაიწყო ტაძრის ნაწილობრივი რესტავრაცია. ამის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ ჩონ ჰი იწყებს ტაძრის აღმშენებლობას და ბულგუკსა იღებს თანამედროვე იერსახეს.

სტრუქტურა რედაქტირება

სოგემუნი, ტაძრის შესასვლელი, რომელიც შედგება ორი დონის კიბისა და ხიდისაგან, 23-ე ნომრითაა შეტანილი ეროვნული საგანძურის სიაში. კიბის 33 საფეხური სიმბოლიზებულია განათლებისაკენ გადადგმულ 33 საფეხურთან. 17 საფეხურისაგან შემდგარი ქვედა ნაწილი - ცონგუნგიო (ცისფერი ღრუბლების ხიდი) - 6,3 მეტრის სიგრძისაა. ზედა ნაწილი - ბეგუნგიო (თეთრი ღრუბლების ხიდი) – 16 საფეხურიანია და 5,4 მეტრი სიგრძისაა. კიბეები მიემართება ჯაჰოამუნი-იისფერი ღრუბლების ჭიშკრისკენ.

ტაძრის ეზოში ორი პაგოდაა, რაც კორეული ბუდისტური მონასტრებისათვის არ არის დამახასიათებელი. სოკატაპი - სამსართულიანი (პაგოდა სოგგამუნში) 8,2 მ. სიმაღლისაა, აგებულია ქვით ტრადიციული კორეული სტილით, მარტივი ხაზებით და მინიმალური მორთულობით. სოკატაპის ასაკი 13 საუკუნეზე მეტს ითვლის. 10, 4 მეტრის დაბოთაბი (საგანძურის პაგოდა) სოკატაპისაგან განსხვავებით ცნობილია ნატიფი ორნამენტებით. მისი გამოსახულება დატანილია სამხრეთ კორეულ 10 ვონიან მონეტებზე. დაბოთაბი და სოგათაბი მე-20 და 21-ე ნომრით შეიტანეს ეროვნული საგანძურის ნუსხაში.

ტაძრის მთავარი დარბაზი - დეუნძონი (განათლების დიდი დარბაზი). დაბოთაბი და სოგათაბი ამ დარბაზის წინ მდებარეობს. დარბაზი საკიამუნის ბუდას სალოცავია, აგებულია 681 წელს. მთავარი დარბაზის უკან არის მუსოლჯეონი - მდუმარების დარბაზი. მისი სხელი იმ რწმენას გამოხატავს, რომ ბუდას სწავლება მხოლოდ სიტყვებით არ მიიღება. ეს ბულგუკსას ტაძრის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, დათარიღებული 670 წლით.

პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში რედაქტირება

1966 წელს აღმოაჩინეს ქსილოგრაფიული ტექსტი უშნიშა ვიჯაი დჰარანი სუტრა, დათარიღებული დაახლოებით 704-751 წლებით. გრაგნილი დაბეჭდილია იაპონურ ქაღალდზე ზომით 8X630 სმ. იგი ნაბეჭდი წიგნის ყველაზე ადრეული ნიმუშია მსოფლიოში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: