ბრუნო ტრავენი (დ. უცნობია — გ. 26 მარტი, 1969, აკაპულკო) — მწერალი. მისი ზუსტი სახელი და გვარი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ფსევდონიმით. ზოგჯერ ტორსვანადაც იხსენიებენ. დაიბადა 1882 და 1890 წლებს შორის. მისი ნაწარმოებები თავდაპირველად გერმანულად ქვეყნდებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ის იყო XX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში მოღვაწე მსახიობი და რეჟისორი რეტ მარუტი, რომელიც მონაწილეობდა ბავარიის რევოლუციაში. ნაციზმს გაექცა მექსიკაში და წერდა რომანებსა და მოთხრობებს. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „სიერა-მადრეს განძი“ (1927), რომლის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. სხვა ნაწარმოებებია აღსანიშნავია „მკვდართა ხომალდი“ (1926), „ბამბის მკრეფავები“ (1926), „ხიდი ჯუნგლებში“ (1929), „ფორანი“ (1931), „მთავრობა“ (1931), „ლაშქრობა კაობას ქვეყანაში“ (1933), „ჩამოხრჩობილთა ჯანყი“ (1936), „გენერალი ჯუნგლებიდან გამოდის“ (1940).

ლიტერატურა რედაქტირება