ბრინჯაოს მხედარი (პოემა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრინჯაოს მხედარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბრინჯაოს მხედარი (რუს. Медный всадник) — ალექსანდრე პუშკინის პოემა, რომელიც მან 1833 წლის შემოდგომაზე, სოფელ ბოლდინოში დაწერა. პოემის დაბეჭვდა ნიკოლოზ I-მა აკრძალა. ამიტომ პუშკინმა თავისი პოემის ბეჭდვა დაიწყო ჟურნალში „საკითხავი ბიბლიოთეკა“, სათაურით: „პეტერბურგი. ნაწყვეტები პოემიდან“.[1]

ბრინჯაოს მხედარი
რუს. Медный всадник
ჟანრი პოემა
ავტორი ალექსანდრე პუშკინი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1833
გამოცემულია 1834 (ნაწყვეტი), 1837

პუშკინის სიკვდილის შემდეგ, პოემა პირველად 1837 წელს ჟურნალ „სოვრემენიკში“ დაიბეჭდა, ცენზურული და ტექსტისშიდა შესწორებებით, რომელიც ვასილი ჟუკოვსკიმ შეიტანა პოემაში.

პოემის მიხედვით საბჭოთა კომპოზიტორმა რეილჰოლდ გლიერმა ამავე სახელწოდების ბალეტი შექმნა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება