ბრინჯაოსნები (ლათ. Cetoniinae) — მწერების ქვეოჯახი ფირფიტულვაშა ხოჭოსებრთა ოჯახისა. ბრინჯაოსნების ზედა ფრთები გვერდებზე ამოკვეთილია, რაც ხოჭოს დაკეცილი ზედა ფრთებით ფრენის საშუალებას აძლევს. სხეულის სიგრძე 5 მმ აღწევს. ბრინჯაოსნებს კაშკაშა შეფერილობა აქვთ და ლითონისებური ბზინვარება დაჰკრავთ. ქვეოჯახში 2600-ზე მეტი სახეობაა, რომელთა უმრავლესობა ტროპიკებშია გავრცელებული. ოქროსფერი ბრინჯაოსნის (Cetonia aurata) მატლები ფოთლოვანთა დამპალ კუნძებსა და ფუღუროებში ვითარდებიან; სპილენძისფერი ბრინჯაოსნის (Potosia metallica) მატლები — ჭიანჭველების ბუდეებში; უნგრული ბრინჯაოსნისა (Potosia hungarica) — მღრღნელების სოროებში. ბრინჯაოსნების ზოგი ზრდასრული სახეობა აზიანებს კულტურულ მცენარეებს (ღრღნის ფოთლებს, ყვავილედებს, ნაყოფს); მატლები ზოგჯერ ძირს უღრღნიან მცენარეებს.

ბრინჯაოსნები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cetoniinae

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება