ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა

ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა (გერმ. Die Hochschule für Bildende Künste Braunschweig, ხოლო შემოკლებით – HBK Braunschweig ჰა-ბე-კა ბრაუნშვაიგი) სახელოვნებო პროფილის სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ ბრაუნშვაიგში.

ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა
Hochschule für Bildende Künste Braunschweig
დაფუძნდა 1963
დამფუძნებელი (-ები) სახელმწიფო
ტიპი art school და საჯარო უნივერსიტეტი
თავმჯდომარე Dieter Welzel[1]
პრეზიდენტი ვანესა ოლრაუნი
პროფესორი 50
სტუდენტი 1 004
ქალაქი ბრაუნშვაიგი
მხარე ქვემო საქსონიის დროშა ქვემო საქსონია
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
კავშირები Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , German Rectors' Conference[3] და Informationsdienst Wissenschaft[4]
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა — გერმანია
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა
www.hbk-bs.de

ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა დაარსებულ იქნა 1963 წელს. სკოლის კამპუსი მდებარეობს 19-ე საუკუნის გამოჩენილი მოღვაწის, ბრაუნშვაიგის ჰერცოგის კარის მთავარი მკინძავი-ოსტატის იოჰანეს ზელენკას (გერმ. Johannes Selenka) სახელობის მოედანზე, იოჰანეს-ზელენკა-პლატცზე.

უმაღლესი სასწავლებლის კამპუსის შემოგარენში, სხვათა შორის, შედის 1934 წლიდან 1935 წლამდე არქიტექტორ ჰანს ბერნჰარდ რაიხოს (გერმ. Bernhard Reichow) გეგმის მიხედვით აშენებული სამოსის სამსახურის გერმ. Bekleidungsamt შენობა, მათ შორის, ექსპო 2000-ისთვის არქიტექტორ რიკარდო ლეგორეტას (ესპ. Ricardo Legorreta) პროექტის მიხედვით შექმნილი „მექსიკური პავილიონი“, რომელიც დროის განმავლობაში ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლის სიმბოლოდ იქცა.

სკოლასთან არსებული ცალკეული პროფილის ინსტიტუტები რედაქტირება

ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა მოიცავს შემდეგი სხვადასხვა პროფილის ინსტიტუტებს:

  • ინსტიტუტი „თავისუფალი ხელოვნება“ — (გერმ. Institut FREIE KUNST - IFK))
  • დიზაინის კვლევის ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Designforschung - IDF))
  • ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Kunstwissenschaft - IKW))
  • მედიათმცოდნების ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Medienwissenschaft - IMW))
  • პერფორმატიულ ხელოვნებათა და განათლების ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Performative Künste und Bildung - IPK)
  • ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი — (გერმ. Institut Visuelle Kommunikation - IVK)

ლიტერატურა რედაქტირება

  • Claudia bei der Wieden: 50 Jahre HBK Braunschweig – Geschichte einer Kunsthochschule und ihrer Vorgängereinrichtungen
  • Barbara Straka (გამომც.): HBK Katalog Volume 1+2, Kunst – Design – Wissenschaften. (Studienjahre 2004 bis 2006).
  • Barbara Straka (გამომც.): HBK Katalog Volume 3, Kunst – Design – Wissenschaften. (Studienjahre 2006 bis 2008).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. http://www.hbk-bs.de/hochschule/geschichte/ehemalige-praesidenten/
  2. https://www.dfn.de/verein/mv/mitglieder/
  3. https://www.hrk.de/mitglieder/mitgliedshochschulen/kunst-und-musikhochschulen/
  4. https://idw-online.de/de/institution280