ბრაზილიის ფედერალური სენატი (პორტ. Senado Federal do Brasil) – ბრაზილიის ეროვნული კონგრესის ზედა პალატა. დაარსდა ბრაზილიის პირველი კონსტიტუციის მიხედვით 1824 წელს, მსგავსად დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატისა, მაგრამ რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ 1889 წელს იგი თავისი უფლებებით უფრო აშშ-ის სენატს დაემსგავსა.

ბრაზილიის სენატის სხდომათა დარბაზი

სენატში 81 წევრია, სამ-სამი სენატორითაა წარმოდგენილი 26-ვე შტატი და ფედერალური ოლქი.

სენატის მოქმედი პრეზიდენტია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე სარნეი, რომელიც აირჩიეს 2009 წელს 2 წლის ვადით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება