ბრავო (რუსული ჯგუფი)

ბრავო“ (რუს. Браво) — რუსული ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ქ. მოსკოვში, 1983 წელს. ჯგუფის უცვლელი ლიდერი და ხელმძღვანელი, გიტარისტი და სიმღერების ავტორია ევგენი ხავტანი. „ბრავოს“ ჩაწერილი აქვს მრავალი ალბომი. მათი უმრავლესობა ახლოს არის ბით მუსიკასთან, როკ-ენ-როლისა და ჯაზის ელემენტებით.

ბრავო
Браво

ბიოგრაფია
წარმოშობა მოსკოვი, რუსეთი
ჟანრ(ებ)ი ბიტი
როკ-ენ-როლი
აქტიური 1983 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Polarvox Music
მელოდია
Sintez Records
General Records
Extraphone
Moroz Records
WWW Records
წევრები ევგენი ხავტანი
პავლე კუზინი
რობერტ ლენცი
ალექსანდრე სტეპანენკო
დიმიტრი აშმანი
ყოფილი წევრები ჟანა აგუზაროვა,
ევგენი ოსინი,
ვალერი სიუტკინი,
იგორ დანილკინი,
პაველ მარკაზიანი
საიტი bravogroup.ru
ბრავო ვიკისაწყობში

ისტორია რედაქტირება

ჟანა აგუზაროვასთან ერთად რედაქტირება

1983 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი „ბრავო“, რომელშიც შედიოდნენ - ევგენი ხავტანი (გიტარა) და პავლე კუზინი (დასარტყმელი საკრავები) - ამ უკანასკნელმა მანამდე დატოვა გარიკ სუკაჩოვის ჯგუფი პოსტსკრიპტუმი. ჯგუფის ვოკალისტი გახდა ჟანა აგუზაროვა, მაშინ ცნობილი ფსევდონიმით 'ივანა სანდერსი'. „ბრავოს“ დაემატა ორი მუსიკოსი - ალექსანდრე სტეპანენკო (საქსოფონი) და ანდრეი კონუსოვი (ბას გიტარა). ამ სახით ჯგუფმა ჩაწერა მხოლოდ ახლობლებს შორის გავრცელებული სადებიუტო მაგნიტოალბომი.

1984 წლის 18 მარტს შედგა ჯგუფის პირველი კონცერტი, რომელსაც არასანქცირებული ხასიათი ჰქონდა. ჯგუფის წევრები დააკავა მილიციამ, რომელმაც ასევე მოსთხოვა განმარტებითი წერილების დაწერა, რადგან ასეთის ახის კონცერტებიდან შემოსავლის მიღება ითვლებოდა არაკანონიერ ბიზნესად. ჟანა აგუზაროვა რამდენიმე თვე გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან მისი პასპორტი ყალბად ჩაითვალა - 'ივანა სანდერსის' სახელ-გვარის გამო. ასევე მან დატოვა მოსკოვი - იქ ჩაწერის პრობლემის გამო. სანამ იგი ჯგუფის გარეთ იყო დარჩენილი, ვოკალისტის როლს სერგეი რიჟენკო ასრულებდა.

1985 წელს ჟანა დაბრუნდა და ჯგუფმა, ლეგალური სახით დაიწყო გამოსვლები - ასევე ტელევიზიით. კოლექტივმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ფესტივალების მეშვეობით. 1987 წელს გამოიცა მათი პირველი დიდი ოფიციალური დისკი - Bravo, რომელიც, სტატისტიკით, 5 მილიონი ასლის სახით გაიყიდა.

ვალერი სიუტკინთან ერთად რედაქტირება

მოგვიანებით ურთიერთობა ჟანასთან დაიძაბა. მას სურდა ანდერგრაუნდული სტატუსის შენარჩუნება, ხოლო ჯგუფი ცდილობდა უფრო დიდი მასშტაბებით მოღვაწეობას. ჟანამ დატოვა ჯგუფი. ვოკალისტის სახით „ბრავოს“ ევგენი (ჟენია) ოსინი შეუერთდა, რომელმაც ეს მოვალეობა მხოლოდ 1 წლის განმავლობაში შეასრულა.

1990 წელს „ბრავომ“ იპოვა მუდმივი ვოკალისტი - ვალერი სიუტკინი. პირველი დიდი ჰიტ-სიმღერა, ‘‘Вася’‘ სწორედ მაშინ იქნა ჩაწერილი. სიუტკინთან ერთად ჩაწერილი იქნა ალბომები ‘‘Стиляги из Москвы’‘ (სტილიანი ბიჭები მოსკოვიდან), ‘‘Московский бит’‘ (მოსკოვური ბითი) და ‘‘Дорога в облака’‘ (გზა ღრუბლებისაკენ). კონცერტებით „ბრავომ“ დსთ-ს დიდი ნაწილი მოიარა, ასევე სატელევიზიო ეთერისათვის მრავალი მუსიკალური ვიდეო გადაიღო.

რობერტ ლენცის ლიდერობა რედაქტირება

1994 წელს სიუტკინმა დატოვა „ბრავო“ და საკუთარი პროექტი, „Сюткин и Ко“ შექმნა. „ბრავოში“ დაბრუნდა პავლე კუზმინი. ახალი ვოკალისტის სახელი უცნობი დარჩა შემდეგი ალბომის „На перекрестках весны“ (გაზაფხულის გზაჯვარედინებზე) გამოსვლამდე. 1996 წელს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჯერ კიდევ 1989 წელს შერჩევაში მონაწილე რობერტ ლენცი. შემდგომ წლებში ვოკალისტის მოვალეობას ევგენი ხავტანიც ასრულებდა.

1998 წელს თავისი არსებობის 15 წელი „ბრავომ“ აღნიშნა ტურნეთი „ბრავომანია“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ სიუტკინი და აგუზაროვა. 2004 წელს აღინიშნა „ბრავოს“ დაარსების 20 წლისთავი. სპეციალურ კონცერტზე გამოვიდნენ ჯგუფის ყოფილი წევრები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც „ბრავოს“ ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

2008 წელს, დაარსებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად ჯგუფმა რამდენიმე კონცერტი გამართა. 31 ოქტომბერს მათთან ერთად გამოვიდა ჟანა აგუზაროვაც.

„ბრავოსთან“ თანამშრომლობის გარდა, ხავტანმა გამოსცა სხვა ჩანაწერებიც, მაგალითად, სიმღერა 36, 6.

2011 წლის 19 სექტემბერს ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი Мода (მოდა).

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები რედაქტირება

სინგლები რედაქტირება

  • 1995 — Ветер знает (ქარმა იცის)
  • 2000 — Любовь не горит (სიყვარული არ იწვის)
  • 2007 — Новый альбом (ახალი ალბომი)

კრებულები რედაქტირება

  • 1993 — Жанна Агузарова и «Браво» 1983—1988 (ჟანა აგუზაროვა და „ბრავო“ 1983-1988)
  • 1994 — Live in Moscow (ცოცხლად მოსკოვში)
  • 1995 — Песни разных лет (სხვადასხვა წლის სიმღერები)
  • 1999 — Grand Collection (დიდი კოლექცია)
  • 2004 — Звёздный каталог (ალბომი-მიძღვნა) (ვარსკვლავური კატალოგი)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება