ბოხმეჭა, მყვრელი (ლათ. Anguis fragilis) — უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. ზურგის მხარე მურა-ყავისფერია, მუცლისა — მოშავო. გავრცელებულია მთელ ევროპაში, კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანსა და ალჟირში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. უფრო ტყეებში ცხოვრობს. ცოცხლადმშობია. იკვებება მწერებით, მრავალფეხიანებით, ლოკოკინებით. მავნებლების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ბოხმეჭა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anguis fragilis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 47113126

ლიტერატურა რედაქტირება