ბოხვაური

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ბოხვაურისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბოხვაური, ჭალა). მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და ნატანების შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 100 მ.-ზე, ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]. სოფელში მიედნიება მდინარეები ნაბჟუარა და დვაბზუსწყალი.

სოფელი
ბოხვაური

სოფლის ერთ-ერთი უბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბოხვაური
კოორდინატები 41°55′27″ ჩ. გ. 42°02′09″ ა. გ. / 41.92417° ჩ. გ. 42.03583° ა. გ. / 41.92417; 42.03583
ფართობი 3,12 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1056[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 338,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,2 %, სომხები 1,2 %, რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბოხვაური — საქართველო
ბოხვაური
ბოხვაური — გურიის მხარე
ბოხვაური

სახელწოდება რედაქტირება

ლეგენდის მიხედვით ამ ადგილებში ცხენითა და ურმით დადიოდა ვინმე ბახვა ურია, შემდეგ კი ამ ადგილებს ბოხვაური უწოდა ხალხმა.

ისტორია რედაქტირება

შედიოდა დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში. 1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, გარშემო ქვის გალავნით. სამრევლოში 33 კომლი შედიოდა.[3] 1920 წელს გამოეყო დვაბზუს თემს და შევიდა ქალაქ ოზურგეთის თემში.[4] 1930-იან წლებში სოფელი ლაშე-გაკირულის სასოფლო საბჭოში შედიოდა. სოფელში აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 50 კვტ/სთ.[5] 1950-იანი წლების ბოლოს ბოხვაურში აშენდა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი, ოზურგეთის ჩაის ფაბრიკიდან სოფელ ჭალამე დაიგო ცენტრალური გზა. სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

მოსახლეობა რედაქტირება

გავრცელებული გვარებია ჩავლეიშვილები, სიხარულიძეები, არობელიძეები, გირკელიძეები, ღლონტები, მენაბდეები, მუჯირები.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 624
1911[7]   371
2002   1451
2014   1056 499 557

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-11-89-8.
  4. გურიის ერობის მოამბე N7 — გვ. 4 — 15 თებერვალი 1920
  5. მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год