ბოქსიორი (გერმ. Deutscher Boxer) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1850-იან წლებში.

ბოქსიორი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 25-32 კგ.
სიმაღლე 53-63 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბოქსიორების წინაპრებს, ბელენბეიზერებს, გერმანიაში და ნიდერლანდებში შველზე და ტახზე სანადიროდ იყენებდნენ. თანამედროვე ბოქსიორი მიიღეს დანციგის და ბარბეტის ბულენბეიზერების შეჯვარებით სხვა ბავარიულ და უცხოურ ჯიშებთან. ხმაურიანი, თავდაჯერებული ბოქსიორი 100 წლის წინ გერმანიაში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოქსიორების ზომები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, ყველა მათ ერთნაირი ხასიათი აქვს — ეს არის აქტიური, ძლიერი და მხიარული ცხოველი. ბოქსიორი იდეალური ძაღლია ოჯახში ცხოვრებისთვის, მაგრამ თავისი, ლეკვისთვის დამახასიათებელი ყოფაქცევის (რომელსაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს) და შედარებით დიდი ზომების გამო ზოგჯერ არეულობა შეაქვს სახლში.

ეს დაკუნთული, საშიში შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ბოქსიორის შეფერილობა შეიძლება იყოს წითური (თეთრით), ვეფხვისებრი შეფერილობის. ბალანი მოკლე, მბზინავი და გლუვია. დანაოჭებული წარბები დაძაბული ყურადღების შთაბეჭდილებას ტოვებს. ფეხები სწორია და ძლიერი. შავი ცხვირი ოდნავ ზევით არის აპრეხილი. შავად შეფერილი დრუნჩი საეთო ფონზე მკაფიოდ გამოირჩევა. ბოქსიორი კარგად ეგუება ქალაქში ცხოვრებას და ცხელ კლიმატს. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ადვილად იწვრთნება. ცუდად ეგუება ცივ კლიმატს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: