ბოულინგი (ინგლ. to bowl — გაგორება) — სპორტული ბურთით თამაში, რომელიც კეგლიდან წარმოიშვა. მისი არსი მდგომარეობს სწორ ზედაპირზე ბურთის ისე გაგორებით, რომ რაც შეიძლება მეტი კეგლი წაიქცეს ათიდან, რომლებიც პირამიდას ქმნიან.

ბოულინგი
ტიპი სპორტის სახეობა
აღჭურვილობა bowling pin და bowling ball

ათკეგლიან ბოულინგში მძიმე ბურთებს ხის გაპრიალებული ბილიკის, ანუ კეგელბანის ერთი ბოლოდან აგორებენ მეორე ბოლოში, სამკუთხედად დალაგებული 10 კეგლის მიმართულებით. ყოველ მოთამაშეს ორი ბურთი აქვს, რომლითაც, რაც შეიძლება, მეტი კეგლი უნდა წააქციოს. პირველივე ბურთით ათივე ბურთის წაქცევას სტრაიკი ჰქვია.

ბოულინგი ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოიშვა ჰოლანდიელი კოლონისტების მიერ ჩატანილი ცხრაკეგლიანი თამაშისაგან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება