ბოტსვანის დროშა

დროშა

ბოტსვანის სახელმწიფო დროშა მიღებულია 1966 წლის 30 სექტემბერს. დროშა ცისფერია და ცენტრში გასდევს შავი ზოლი, რომელსაც ზემოდან და ქვემოდან აკრავს თეთრი მცირე ზომის ზოლები. ზოლების თანაფარდობაა 9:1:4:1:9.

ბოტსვანის რესპუბლიკის დროშა
ბოტსვანა
მიღებულია 30 ოქტომბერი, 1966
პროპორცია 2:3

დროშის სიმბოლიკა რედაქტირება

 
ბოტსვანის პრეზიდენტის შტანდარტი

დროშაზე ცისფერი ფერი ასახიერებს აფრიკის ცას და წყლის იმედს, რაც გამოხატულია ქვეყნის ეროვნული დევიზით: „PULA“ — „იწვიმოს“. შავი ზოლი ბოტსვანის ძირძველი მოსახლეობის სიმბოლოა. თეთრი ზოლები ითვლება ეთნიკური უმცირესობების სიმბოლოდ. ამ ზოლების მეზობლობა მოისაზრება, როგორც ურთიერთგაგება, ჰარმონია და მეგობრობა შავ და თეთრ რასებს შორის. ასევე, ფერთა ასეთი შეხამება მოგვაგონებს ზებრას, რომელიც გამოსახულია ქვეყნის გერბზე.[1]

დროშის ისტორია რედაქტირება

გამომდინარე იქიდან, რომ ბოტსვანა დიდი ხნის განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფოს კოლონია, მას საკუთარი დროშა არ გააჩნდა. მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1966 წელს, მიიღეს ქვეყნის პირველი ეროვნული დროშა.

 
ზოლების ფარდობითი ზომები დროშაზე

სქოლიო რედაქტირება

  1. Альфред Знамиеровский. Флаги мира-БММ Москва,2002-с.100