ბოსტონის მეტროპოლიტენი

ბოსტონის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ქალაქი ბოსტონი
გახსნის თარიღი 1897 წ.
ხაზის სიგრძე
სადგურთა რაოდენობა
ხაზთა რაოდენობა 3 და 2 მსუბუქი მეტროს ხაზი
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

ბოსტონის მეტროპოლიტენიმეტროსისტემა აშშ-ის ქალაქ ბოსტოში. წარმოდგენილია სამი მეტროხაზით და მსუბუქი მეტროს ორი ხაზით.

ხაზების აღწერა და ისტორია რედაქტირება

ბოსტონის მეტროს სამი ხაზი აქვს: წითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი, რომლებსაც უერთდება მსუბუქი მეტროს ორი ხაზი: მწვანე და ეშმონთ-მატაპანის მაღალჩქაროსნული ხაზი (დაპროექტებულია როგორც წითელი ხაზის ნაწილი). ოთხივე ფერადი ხაზი ქვედა ქალაქში გადაიკვეთება, ხოლო ნარინჯისფერი და მწვანე ხაზები (რომლებიც პარალელურად გაედინება) პირდაპირ ორ სადგურზე ერთდება. წითელ ხაზს განშტოებები აქვს სამხრეთში. მონაკვეთი ჰარვარდიდან პარქ სთრითამდე 1912 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

მწვანე ხაზს ოთხი განშტოება აქვს - დასავლეთით „B“ (ბოსტონ ქოლეჯი), „C“ (ქლივლენდ სირქლი), „D“ (რივერსაიდი) და „E“ (ჰეთ სთრითი). ხაზის მიწისქვეშა მონაკვეთი პარქ სთრითის სადგურიდან ბოილსთრითის სადგურამდე 1897 წელს გაიხსნა.

ხაზებს ფერები 1965 წელს მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება