ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური — ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში და რუსეთის იმპერიაში (სანქტ-პეტერბურგისა და ახალი ათონის ჰიდროელექტროსადგურების შემდეგ). აგებულია მდინარე ბორჯომულაზე. ამუშავდა 1899 წლის 15 იანვარს. ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 60 კვტ-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში მუშაობდა პელტონის ტიპის ორი გენერატორი, თითოეული 70 ცხენის ძალის სიმძლავრისა. 1950 წელს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება.
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური | |
---|---|
ბორჯომის ჰესი (რეაბილიტაციის პროცესში, 2024) | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | ჰიდროელექტროსადგური |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ბორჯომი |
დასრულდა | 1899 |
ჰიდროელექტროსადგურის შენობა მდებარეობს ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ტერიტორიაზე და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (2020).[1] ის 1898-1899 წლებშია აგებულია გერმანელი არქიტექტორის ფრიდრიხ მონდელ ჰაურის პროექტით. 1990-იან წლებში შენობა გაიძარცვა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. 2020 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ თანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მათში ტექნოლოგიური მუზეუმის განთავსების მიზნით.[2]
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 480.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/43. 2020 წლის 9 ივლისი.
- ↑ ბორჯომის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 27 მაისი, 2020.