ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბორობუდური“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბორობუდური ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ბორობუდური (ასევე ბარაბუდური) — მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება.

ბორობუდური

ბორობუდური — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
ბორობუდური (ინდონეზია)

ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი სტუპა და კანდი
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
მდებარეობა მაგელანგის სიახლოვეს, ცენტრალური იავა
კოორდინატები 7°36′28″ ს. გ. 110°12′13″ ა. გ. / 7.60793000° ს. გ. 110.20384000° ა. გ. / -7.60793000; 110.20384000
დამკვეთი საილენდრას დინასტია
დაიწყო VIII საუკუნე
დასრულდა 825
ფართობი 25,38 და 62,57
არქიტექტორ(ებ)ი გუანადჰარმა

მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. პილიგრიმთა აღმასვლა იწყება მონუმენტის ძირიდან და მიჰყვება ბილიკს, რომელიც მის ირგვლივ შემოვლით ზემოთ მიიწევს ბუდისტური კოსმოლოგიის სამი დონის გავლით, სახელდობრ, კამადჰატუს (Kāmadhātuსურვილის სამყარო); რუპადჰატუს (Rupadhatuფორმების სამყარო) და არუპადჰატუს (Arupadhatuუფორმო სამყარო). მოგზაურობის განმავლობაში მონუმენტი პილიგრიმებს გზას მიანიშნებს საფეხურებისა და კორიდორების სისტემის მეშვეობით, რომელთა გასწვრივ კედლებსა და ბალუსტრადებზე 1460 რელიეფური პანელია.

ისტორიული ცნობების თანახმად, ბორობუდური XIV საუკუნეში იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოების დაკნინების შემდეგ მიტოვებულ იქნა და იაველები ისლამზე მოექცნენ. მონუმენტი 1814 წელს აღმოაჩინა სერ თომას რაფლზმა, იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომლის მდებარეოებაც მას ადგილობრივებმა მიანიშნეს. მას შემდეგ ნაგებობას რამდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 1975 და 1982 წელს ჩატარებული ერთობლივი სამუშაოები ინდონეზიის მთავრობისა და იუნესკოს მიერ, რის შემდეგაც მონუმენტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[1] ბორობუდური დღესაც პოპულარული ადგილია ბუდისტ პილიგრიმთათვის, სადაც წელიწადში ერთხელ ინდონეზიელი ბუდისტები „ვესაკს“ დღესასწაულობენ. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.[2]

ეტიმოლოგია

 
ბორობუდურის სტუპები

ინდონეზიურ ენაში, ძველ ტაძრებს ეწოდება კანდი, აქედან გამომდინარე, ადგილობრივთათვის „ბორობუდურის ტაძარი“ წარმოითქმის, როგორც კანდი ბორობუდურ. ტერმინი კანდი ასევე ფართოდაა გავრცელებული ნებისმიერი ძველი სტრუქტურის აღსანიშნავად, მაგალითად ჭიშკრების ან აბანოების სტრუქტურებისთვის. სახელ ბორობუდურის წარმოშობა უცნობია, ისევე როგორც უცნობია მრავალი ძველი ინდონეზიური ტაძრის თავდაპირველი სახელი. პირველად ეს სახელი 1914 წელს გამოიყენა იავის გუბერნატორმა და მკვლევარმა, ბორობუდურის აღმომჩენმა თომას რაფლზმა თავის ნაშრომში „იავის ისტორია“.[3] მართალია რაფლზმა ამ მონუმენტს ბორობუდური უწოდა, მაგრამ არ არსებობს არანაირი ძველი დოკუმენტი, რომელიც ამ სახელს გვთვაზობს.[4] ერთადერთი ძველი იავური ხელნაწერი, რომელიც ამ მონუმნენტს გადაკვრით იხსენიებს და წმინდა ბუდისტურ სალოცავს უწოდებს, არის ნაგარაკრეტაგმა, რომელიც 1365 წელს მპუ პრაპანჩამ დაწერა.

სახელი ბორე-ბუდური და შემდეგ აქედან ბორობუდური ინგლისური გრამატიკის წიგნში შესულია რაფლზის წყალობით, ახლომდებარე სოფელ ბორეს აღსანიშნავად. უმრავლეს კანდის სახელი სწორედ მიმდებარე სოფლისგან აქვს მიღებული. ამის შემდეგ იავურ ენაში მონუმენტრ ბუდურბორო ეწოდა. რაფლზი ასევე გვთავაზობდა, რომ „ბუდური“ შესაძლოა კავშირში ყოფილიყო თანამედროვე იავურ სიტყვა ბუდასთან („ძველი“) — შესაბამისად, ძველი ბორო. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ სახელის მეორე კომპონენტი (ბუდური) მომდინარეობს იავური სიტყვა ბჰუდჰარადან (მთა).

მინიშნებები წმინდა ბუდისტური ნაგებობის მშენებლობისა და საზეიმოდ გასხნის შესახებ, რომელიც შესაძლოა ბორობუდური იყო, მოხსენიებულია ორ წარწერაში, რომლებიც აღმოჩენილია კენდუში, ტამანგუმგის მუნიციპალიტეტში. კარაგტენგაჰის წარწერა 824 წლით თარიღდება და ბუნდოვნად ახსენებს წმინდა შენობა ჯინალაიას, რომელიც საზეიმოდ გახსნა დედოფალ პრამოდჰავარდჰანის ქალიშვილმა სამარატუნგამ. ტრი ტეპუსანის წარწერა 842 წლით თარიღდება და ახსენებს სიმა (გადასახადებისგან თავისუფალი) მიწებს, რომლებიც გამოყო პრამოდჰავარდჰანიმ, რათა დაეცვათ და შეენახათ კამულანი (Kamūlān), რომელსაც ბჰუმისამბჰარას (Bhūmisambhāra) უწოდებდნენ.[5] კამულანი მომდინარეობს სიტყვა მულადან და ნიშნავს „საწყის ადგილს“, წინაპრების სადიდებლად აგებულ წმინდა შენობას, სავარაუდოდ საილენდრას დინასტიის წინაპრების. ერთ-ერთი მეცნიერი კასპარისი ვარაუდობს, რომ ბჰუმი სამბჰარა ბჰუდჰარა (Bhūmi Sambhāra Bhudhāra), რაც სანსკრიტზე ნიშნავს „ბოდჰისატვას ათი ეტაპის ღირსებასთან გაერთიანებულ მთას“, ბორობუდურის თავდაპირველი სახელწოდება იყო.[6]

მდებარეობა

 
ბორობუდურის, პავონისა და მენდუტის ერთ სწორ ხაზზე მდებარეობა

სამი ტაძარი

ბორობუდური მდებარეობს ქალაქ ჯოკიაკარტიდან 40 კმ-ით ჩრდილოეთით, ორ ტყუპ ვულკანსა (სუნდორო-სუმბინგი და მერბაბუ-მერაპი) და ორ მდინარეს (პროგო და ელო) შორის, შემაღლებულ ადგილას. ადგილობრივი მითის მიხედვით, არეალი, რომელსაც კედუს ვაკეს უწოდებენ, იაველთათვის წმინდა ადგილია და „იავის ბაღს“ უწოდებენ, რაც მისი მაღალი ნაყოფიერებითაა გამოწვეული.[7] გარდა ბორობუდურისა, ამ არეალში არსებობს ბუდისტური და ინდუისტური სხვა ტაძრებიც, რომელთა შორისაცაა პრამბანანი. XX საუკუნის ადრეულ წლებში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დროს, გაირკვა, რომ რეგიონის სამი ბუდისტური ტაძარი — ბორობუდური, პავონი და მენდუტი განლაგებულია ერთი სწორი ხაზის გასწვრივ.[8] შესაძლოა ეს სრულებით შემთხვევითობაა, მაგრამ ტაძრების ასეთი სწორხაზოვნად ჩამწკრივება შესაბამისობაში მოდის ძველ, ადგილობრივ ხალხურ გადმოცემასთნ, რომ ბორობუდურიდან მენდუტისკენ მიემართებოდა აგურით მოპირკეთებული, ორივე მხარეს კდელებით ამოყვანილი გზა. ამ სამ ტაძარს (ბორობუდური, პავონი და მენდუტი) გააჩნია მსგავსი არქიტექტურა და ორნამენტები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს მიეკუთვნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ სამ ტაძარს რიტუალური ურთიერთობები აკავშირებდა, ისე რომ, ჰქონდათ წმინდა ერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიტუალური პროცესები ჯერჯერობით უცნობია.[9]

ძველი ტბა

სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, რომლებიც გაბრტყელებულ ზედაპირზეა აშენებული, ბორობუდური კლდოვან ბორცვზეა აღმართული, ზღვის დონიდან 265 მეტრზე, დამშრალი, პალეოტბის ფსკერიდან 15 მეტრით მაღლა.[10] ამ ტბის არსებობის საკითხი არქეოლოგთა შორის განხილვის საგანი იყო XX საუკუნეში. ბორობუდური ან ტბის ნაპირზე იყო აღმართული, ან პირდაპირ მის შუაგულში. 1931 წელს, ჰოლანდიელმა ხელოვანმა, ჰინდისა და ბუდისტური არქიტექტურის სწავლულმა ნიევენკამპმა განავითარა თეორია, რომ კადუს ვაკე ერთ დროს ტბა იყო და ბორობუდური მასში მოტივტივე ლოტოსის ყვავილს განასახიერებდა.[11] ლოტოსის ყვავილი ფიგურირებს თითქმის ყველა ბუდისტურ ხელოვნების ნიმუშში, ხშირად განასახიერებს ბუდას ტახტს და სტუპის საყრდენს. ბორობუდურის არქიტექტურა თავის მხრივ გვთავაზობს ლოტოსის გამოსახულებას, რომელშიც ბუდა პოზირებს ბორობუდურში, რომელიც სიმბოლიზებულია ლოტოსის სუტრათი, რაც ხშირად გვხვდება მაჰაიანა ბუდიზმის ტექსტებში. მწვერვალზე არსებული სამი წრიული პლატფორმა ასევე განასახიერებს ლოტოსის ფოთლებს.[10] მიუხედავად ამისა, ნიევენკამპის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს მრავალი არქეოლოგი, რადგან მონუმენტის გარემომცველი არეალი მშრალ ხმელეთს წარმოადგენს.

მეორე მხრივ, გეოლოგები მხარს უჭერენ ნიევენკამპის ხედვას, რასაც მათ ძეგლის სიახლოვეს აღმოჩენილი თიხის დანალექები აფიქრებინებს.[12] სტრატიგრაფიის სწავლების თანახმად, დანალექები და ყვავილის მტვრის ნიმუშები ადასტურებს ბორობუდურის სიახლოვეს პალეოტბის არსებობას,[10] რაც თანხვედრაში მოდის ნიევენკამპის თეორიასთან. ტბის არეალი დროსთან ერთად მერყეობდა და გამოკვლევებმა ასევე დაამტკიცა, რომ XIII-XIV საუკუნეებში ბორობუდური ტბის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობდა. მდინარეთა კალაპოტებით და ვულკანური აქტივობებით ფორმირებული გარემომცველი ლანდშაფტი ასევე მოიცავს ტბას. პირდაპირ ბორობუდურის სიახლოვეს მდებარეობს ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი მერაპი, რომელიც ძალზედ აქტიურია პლეისტოცენის ხანიდან მოყოლებული.[13]

ისტორია

მშენებლობა

 
გ.ბ. ჰუიჯერის ნახატი (1916—1919) — ბორობუდური მისი გახსნის დღეს

არ არსებობს არანაირი წერილობითი დოკუმენტი იმის შესახებ, თუ ვინ ააშენა ბორობუდური ან რა იყო მისი დანიშნულება.[14] მშენებლობის დრო ივარაუდება საძირკვლის რელიეფის ამონაკვეთებისა და VIII-XIX საუკუნეების სამეფო სიგელების შედაგრების საფუძველზე.[14] ბორობუდურ სავარაუდოდ დაახლოებით ახ. წ. 800 წლისკენ აშენდა. ეს კი შეესაბამება 760830 წლებს შორის პერიოდს, საილენდრას დინასტიის პიკს ცენტრალურ იავაზე,[15] როდესაც ის შრივიჯაიის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. მშენებლობამ სავარაუდოდ 75 წელს გასტანა და დამთავრდა სამარატუნგას მმართველობის დროს, 825 წელს.[16][17]

ამ პერიოდისთვის იავაზე შეიმჩნევა ინდუისტი და ბუდისტი მმართველების ერთმანეთში არევა. როგორც ცნობილია, საილენდრას დინასტია გამოირჩეოდა ბუდიზმისადმი მგზნებარე თაყვანისცემით, მაგრამ სოჯემერტოსთან ნაპოვნი წარწერები იუწყება, რომ ისინი შესაძლოა ინდუიზმის მიმდევრები ყოფილიყვნენ.[16] სწორედ ამ პერიოდში აშენდა მრავალი ბუდისტური და ინდუისტური მონუმენტი კედუს ვაკის მიმდებარე მთებსა და ვაკეებზე. ბუდისტური მონუმენტები, მათ შორის ბორობუდურიც, იმავე პერიოდში აშენდა, როდესაც აღიმართა ინდუისტური შივას პრამბანანის ტაძარი. 732 წელს, შივას მიმდევარი მეფე სანჯაიას თაოსნობით უკირის ბორცვზე, ბორობუდურისგან სულ რაღაც 10 კმ-ით აღმოსავლეთით აშენდა ლინგამის სალოცავი.[18]

მიტოვება

 
მერაპის მთის ამოფრქვევა სავარაუდოდ ბორობუდურის მიტოვების მიზეზი გახდა

საუკუნეთა განმავლობაში ბორობუდური ვულკანური ფერფლის ფენებითა და გაზრდილი ჯუნგლებით დაიფარა. მისი მიტოვების მიღმა არსებული ფაქტები დღემდე გამოცანად რჩება. უცნობია როდის შეწყდა მონუმენტის გამოყენება და მისკენ მიმართული ბუდისტ პილიგრიმთა ნაკადები. დაახლოებით 928—1006 წლებში მეფე მპუ სინდოკმა ვულკანურ ამოფრქვევათა სერიების შემდეგ მატარამის სამეფოს დედაქალაქი აღმოსავლეთ იავის რეგიონში გადაიტანა. დაუდგენელია, იქონია თუ არა ამ ფაქტმა გავლენა ძეგლის მიტოვებაზე, მაგრამ რამდენიმე წყარო ამ მოვლენას მიტოვების ყველაზე სავარაუდო პერიოდად მიიჩნევს.[10][19] 1365 წელს, მაჯაპაჰიტის სამეფოს პერიოდში, მპუ პრაპანჩას მიერ დაწერილი პოემა ნაგარაკრეტაგამა ახსენებს „ბუდურის ვიჰარას“.[20] მეცნიერი სოეკმონო (1976) იზიარებს გავრცელებულ აზრს, რომ ტაძარი მიტოვებულ იქნა XV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობა ისლამზე გადავიდა.[19]

მონუმენტი ბოლომდე მაინც არ იქნა დავიწყებული, თუმცა ხალხურ გადმოცემებში მისი წარსული დიდება ჩაანაცვლა უფრო ცრურწმენებზე დამყარებულმა შეხედულებებმა, რომლებიც უიღბლობასა და უბედურებას უკავშირდებოდა. XVIII საუკუნის ორი ძველი იავური ქრონიკა იხსენიებს უბედურ შემთხვევებს, რომლებიც მონუმენტს უკავშირდება. ბაბედ ტანაჰ ჯავის (Babad Tanah Jawi — იავის ისტორია) თანახმად, მონუმენტი საბედისწერო ფაქტორი გახდა მას დანასთვის — მეამბოხსითვის, რომელიც მატარამის მეფე (1709 წლისთვის) პაკუბუვონო I-ის წინააღმდეგ აჯანყდა.[19] მოხსენიებულია, რომ „რედი ბორობუდურის“ ბორცვი ალყაშემორტყმულ იქნა, მეამბოხეები კი დამარცხდნენ, რომლებიც მეფემ სიკვდილით დასაჯა. ბაბედ მატარამში (Babad Mataram მატარამის სამეფოს ისტორია) მონუმენტი დაკავშირებული პრინც მონკონაგოროს უბედურებასთან, რომელიც 1757 წელს ჯოკიაკარტას სულთანატის ტახტის მემკვიდრე იყო.[21] მიუხედავად მონუმენტის მონახულების აკრძალვისა, „მან წამოიღო ის, რაც აღწერილია როგორც გალიაში დამწყვდეული რაინდი (სტატუეტი ერთ-ერთ გამჭოლ სტუპაში)“. სახლში დაბრუნების შემდეგ, იგი ავად გახდა და ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ხელახლა აღმოჩენა

 
ბორობუდურის დღეისათვის ცარიელი მთავარი სტუპა, რომელიც აღმოჩენისას საიდუმლოებით იყო მოცული.
 
ბორობუდურის პირველი ფოტო (1973 წ)

იავის ანგლო-ჰოლანდიური ომის მიმდინარეობისას, კუნძული ბრიტანელების მმართველობის ქვეშ იყო, 1811—1816 წლებში. დანიშნული მმართველი იყო ლეიტენანტი გენერალ-გუბერნატორი თომას სტამფორდ რაფლზი, რომელიც დიდ ინტერესს იჩენდა იავის ისტორიის მიმართ. ის კუნძულზე ხშირად მოგზაურობდა და აგროვებდა იავის სიძველეებს, იწერდა თქმულებებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან. 1814 წელს, სემარანგის ერთ-ერთი ინსპექტირების დროს, მას აცნობეს დიდი მონუმენტის შესახებ, რომელიც შუაგულ ჯუნგლებში მდებარეობდა სოფელ ბუმესიგოროს მახლობლად.[21] მას არ შეეძლო ეს ძეგლი თავად მოეძებნა და გამოკვლევების მიზნით ჰოლანდიელი ინჟინერი კორნელიუსი გაგზავნა. ორ თვეში, თანმხლებ 200 კაცთან ერთად კორნელიუსმა გაჩეხა ხეები, გადაწვა მცენარეულობა, რათა მონუმენტამდე მიეღწია. მიწის ჩამოქცევების გამო, მონუმენტი სრულად არ ჩანდა. თავის აღმოჩენის შესახებ, რომელიც მხატვრობის მრავალ ნიმუშს შეიცავდა, მან რაფლზს აცნობა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენის ცნობას სულ რამდენიმე წინადადებით გადასცემდა, რაფლზმა ყველაფერი იღონა მონუმენტის აღსადგენად, რადგან ფიქრობდა, რომ ეს მას მსოფლიო ყურადღებას მოუტანდა.[3]

კორნელიუსის სამუშაო კედუს რეგიონის ჰოლანდიელმა მმართველმა ჰარტმანმა განაგრძო და 1835 წლამდე მთლიანი კომპლექსი მიწაყრილისგან საბოლოოდ გაასუფთავა და გამოაჩინა. მისი ინტერესი ბორობუდურისადმი უფრო პირადული იყო, ვიდრე ოფიციალური. ჰარტმანი არ წერდა არანაირ მოხსენებებს თავის საქმიანობის შესახებ. არსებობს გადმოცემა, რომ მთავარ სტუპაში მან სავარაუდოდ ბუდას დიდი ქანდაკება აღმოაჩინა.[22] 1842 წელს ჰარტმანმა გამოიკვლია ძირითადი გუმბათი, მიუხედავად ამისა, დღემდე უცნობია თუ რა აღმოაჩინა მან იქ, მაგრამ ცხადია, რომ მთავარი სტუპა ამჟამად ცარიელია.

ამის შემდეგ, ჰოლანდიის ოსტინდოეთის მთავრობამ დააფინანსა ჰოლანდიელი ინჟინერი ვილსენი, რომელმაც მონუმენტი შეისწავლა და ასობით ბარელიეფის მონახაზი შექმნა. მონუმენტის შესასწავლად ასევე მოიწვიეს სწავლული ბრუმუნდი, რომელმაც სამუშაოები 1859 წელს დაასრულა. მთავრობამ განიზრახა გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ბრუმუნდის გამოკვლევასა და ვილსენის ნახაზებზე იქნებოდა დაფუძნებული, მაგრამ ბრუმუნდმა თანამშრომლობაზე უარი თქვა. შედეგად, მთავრობამ ამჯერად სხვა სწავლული, ლიმენსი მოიწვია, რომელმაც ბრუმუნდისა და ვილსენის წყაროებზე დაყრდნობით მონოგრაფია შეადგინა. 1873 წელა გამოქვეყნდა ბორობუდურის შესწავლის პირველი დეტალური მონოგრაფია, რომელიც ერთი წლის შემდეგ ფრანგულადაც ითარგმნა.[22] მონუმენტი ფოტოზე პირველად 1873 წელს ჰოლანდიელ-ფლამანდრიელმა გრავიორმა ისიდორე ვან კინსბერგენმა გადაიღო.[23]

ძეგლის შესახებ ცნობები ნელა ვრცელდებოდა. უფრო ხშირად ის ერთგავრ სუვენირების წყაროს როლს ასრულებდა და გარკვეული შემოსავლის წყარო იყო „სუვენირებზე მონადირეთათვის“ და ქურდებისთვის. 1882 წელს, კულტურული არტეფაქტების უფროსი ინსპექტორი იძლეოდა რეკომენდაციას, რომ მონუმენტის არამდგრადი პირობების გამო, ბორობუდურისთვის მთლიანად მოეცილებინთ რელიეფები და მუზეუმში გადაეტანათ.[23] შედეგად, მთავრობამ მოიწვია არქეოლოგი გროენველდტი, რომელსაც კომპლექსის სრული გამოკვლევა და არსებული პირობების შეფასება დაავალა. მისი დასკვნით, მსგავსი შიშები საფუძველს მოკლებული იყო და მონუმენტი ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო.

რეკონსტრუქცია

ბორობუდური*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

 
ქვეყანა   ინდონეზია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 7°36′28″ ს. გ. 110°12′13″ ა. გ. / 7.60778° ს. გ. 110.20361° ა. გ. / -7.60778; 110.20361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 592
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 592
ინგლ.რუს.ფრ.

ბორობუდურმა ყურადღება 1885 წელს მიიპყრო, როდესაც ჯოკიაკარტის არქეოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე იზრმანმა დაფარული საძირკველი აღმოაჩინა. 1890–1891 წლებში ფოტოგრაფებმა დაფარული საძირკვლის ბარელიეფი ფირზე აღბეჭდეს.[24] ამ აღმოჩენამ ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის მთავრობას მონუმენტის დაცვისათვის სათანადო ზომების მიღებისკენ უბიძგა. 1900 წელს მთავრობამ მონუმენტის შესასწავლად კომისია მოიწვია, რომელიც სამი ოფიციალური პირისაგან შედგებოდა: ბრანდესი — ხელოვნების ისტორიკოსი, თეოდორ ვან ერპი — ჰოლანდიის არმიის ინჟინერ ოფიცერი და ვან დე კამერი — კონსტრუქტორ-ინჟინერი.

1902 წელს კომისიამ მთავრობას სამსაფეხურიანი გეგმა წარუდგინა. უპირველეს ყოვლისა, პირდაპირი საფრთხეები თავიდან უნდა აცილებულიყო მონუმენტის კუთხეების აღდგენით. უნდა მოცილებულიყო ქვები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე ნაწილებს, უნდა გამაგრებულიყო ბალუსტრადები და აღდგენილიყო რამდენიმე ნიში, თაღის ქვეშ გასასვლელი, სტუპები და მთავარი გუმბათი. ამის შემდეგ, განსაზღვრული იყო ეზოს შემოღობვა, იატაკის აღდგენა და ჩამდინარე წყლებისგან დაცვა. ბოლოს, ყველა მოშვებული, დამახინჯებული ქვა უნდა მოხსნილიყო, მონუმენტი გასუფთავებულიყო ბალუსტრადებისგან და აღდგენილიყო მთავარი გუმბათი. ყოველივე ამის ღირებულება იმ დროისათვის 48 800 ჰოლანდიურ გულდენს შეადგენდა.

შეზღუდული ბიუჯეტის გამო, რესტავრაცია უპირველესად მიმართული იყო სკულპტურების გასუფთავებისკენ, შესაბამისად, ვან ერპმა ვერ გადაჭრა ჩამდინარე წყლების პრობლემა. 15 წლის განმავლობაში, გალერეები დაზიანებულიყო და რელიეფებზე ახალი ნაპრალებიც გაჩნდა. ვან ერპმა გამოიყენა ბეტონი, კალციუმის ჰიდროქსიდი და მარილწყალი, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია, რის შემდეგაც სამომავლოდ აუცილებელი გახდა ყოველმხრივი რესტავრაცია.

ამის შემდეგ შესრულდა პატარა აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ის არ იყო საკმარისი სრული რესტავრაციისთვის. 1960-იან წლებში ინდონეზიის მთავრობამ მონუმენტის სრულად აღდგენისსთვის დახმარების თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. 1973 წელს ბორობუდურის რესტავრაციის გენერალური გეგმა შეიქმნა.[25] შედეგად, ინდონეზიის ხელისუფლებამ და იუნესკომ მონუმენტის დიდი, ყოველმხრივი რესტავრაცია წამოიწყეს, რომელიც 19751982 წლებში მიმდინარეობდა. გამაგრდა საძირკველი და გასუფთავდა 1460 პანელი. რესტავრაციისას მოიხსნა ოთხი მართკუთხა პლატფორმის ჩანგრევის საფრთხე, ჩამდინარე წყლების პრობლემა მონუმენტის შიგნით აგებული წყლის არხებით მოგვარდა. დაემატა წყალგაუმტარი ფილტრები და შრეები. ამ კოლოსალურ პროექტში ჩართული იყო 600 ადამიანი და ის სულ 6 901 243 აშშ დოლარი დაჯდა.[26] აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1991 წელს იუნესკომ ბორობუდური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1] ამ სიაში ბორობუდური რამდენიმე კულტურული კრიტერიუმით მოხვდა: (i) „ადამიანური შემოქმედების გენიის შედევრი“, (ii) „წარმოაჩენს ადამიანური ღირებულებების გაცვლას, დროის მცირე მონაკვეთში, მსოფლიოს კულტურული არეალის შიგნით, არქიტექტურისა თუ ტექნოლოგიების განვითარებით, მონუმენტური ხელოვნებით, ქალაქდაგეგმარებითა თუ ლანდშაფტური კონსტრუქციით“, (vi) „პირდაპირ ან ხელშესახებად დაკავშირებულია მოვლენებთან თუ ცხოვრების ტრადიციებთან, იდეებთან, რწმენებთან თვალსაჩინოდ უნივერსალური მნიშვნელობის ხელოვნებისა და ლიტარატურული სამუშაოებით“.[1]

თანამედროვე მოვლენები

 
ბუდისტი პოლიგრიმების მედიტაცია პლატფორმაზე
 
ბუდისტები ბორობუდურში

იუნესკოს მიერ დაფინანსებული 1973 წლის მთავარი რესტავრაციის შემდეგ,[25] ბორობუდური კვლავ გამოიყენება პილიგრიმთა სალოცავ ადგილად. წელიწადში ერთხელ, სავსემთვარეობისას, მაისსა ან ივნისში, ინდონეზიელი ბუდისტები აღნიშნავენ ვესაკს (ინდონეზ. Waisak), ესაა დღე, რომელიც ეძღვნება დაბადებასა და სიკვდილს, ასევე იმ დროს, როდესაც სიდჰართა გაუტამამ მიაღწია უმაღლეს სიბრძნეს და გახდა ბუდა შაკიამუნი. ვესაკი ინდონეზიაში ოფიციალური დასვენების დღეა[27] და ცერემონიები იმართება სამ ბუდისტურ ტაძარში — მენდუტში, საიდანაც ფეხით პავონში გადადიან და სულ ბოლოს გზას ბორობუდურში ამთავრებენ.[28]

მონუმენტი ინდონეზიის ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. 1974 წელს, მას ესტუმრა 260 000 ტურისტი, რომელთაგან 36 000 უცხოელი იყო.[29] ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისამდე, 1990-იანი წლების შუამდე, მნახველების წლიური რიცხვი 2,5 მლნ-ს შეადგენდა, საიდანაც 80 % ადგილობრივი ტურისტი იყო.[30] მიუხედავად ამისა, ტურიზმის განვითარებას თან ახლდა კრიტიკა, რადგან მასში არ იყო ჩართული ადგილობრივი საზოგადოება, რამაც ადგილობრივი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი გახდა.[29] 2003 წელს, ადგილობრივებმა და ბორობუდურის მიდამოებში არსებულმა რამდენიმე პატარა ბიზნეისი წამომადგენლებმა რამდენიმე მიტინგი და პოეტური პროტესტი გამოხატეს პროვინციული მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც სამსართულიანი კომერციული კომპლექსის „იავის სამყაროს“ აშენებას ითვალისწინებდა.[31]

1985 წლის 21 იანვარს, ცხრა ბომბმა მძიმედ დააზიანა ბორობუდურის ცხრა სტუპა.[32] 1991 წელს, უსინათლო მუსლიმ მქადაგებელს, ჰუსეინ ალი ალ ჰაბსიიეს სამუდამო პატომრობა მიესაჯა 1980-იანი წლებში განხორციელებული აფეთქებების მართვისათვის, რომელთა შორის ბორობუდურზე თავდასხმაც იყო.[33] მემარჯვენე ფრთის ექსტრემისტული დაჯგუფების ორ სხვა წევრს, რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა აფეთქებებში, 1986 წელს 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, ერთ-ერთ სხვა მონაწილეს კი 13 წლიანი. 2006 წლის 27 მაისს, ცენტრალური იავის სამხრეთ სანაპიროზე მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც რიხტერის შკალით 6,2 მაგნიტუდის იყო. ამ მოვლენამ მძიმედ დააზიანა რეგიონი და შეიწირა მრავალი ადამიანი ქალაქ ჯოკიაკარტის სიახლოვეს, მიუხედავად ამისა, ბორობუდური ხელხულებელი გადარჩა.[34]

 
ბორობუდურთან გამართული „მაჰაკარია ბორობუდურის“ საბალეტო წარმოდგენა

2006 წლის 28 აგვისტოს, ცენტრალური იავის გუბერნატორისა და ინდონეზიის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით, ბორობუდურთან გაიმართა სიმპოზიუმი „ცივილიზაციის კვალი“, რომელსაც ესწრებოდნენ იუნესკოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუდისტური ერების წარმომადგენლები, მათ შორის ტაილანდიდან, მიანმიდან, ლაოსიდან, ვიეტნამიდან და კამბოჯიდან. ღონისძიების კულმინაცია იყო ტაძრის წინ გამართული საბალეტო წარმოდგენა „მაჰაკარია ბორობუდური“. იგი ქორეოგრაფიულად დადგმული იყო ტრადიციული იავური ცეკვებით, მუსიკითა და კოსტიუმებით და გადმოსცემდა ბორობუდურის მშენებლობის ისტორიას. სიმპოზიუმის შემდეგ, „მაჰაკარია ბორობუდურის“ საბალეტო წარმოდგენა კიდევ რამდენიმეჯერ იქნა შესრულებული, განსაკუთრებით ვესაკის ყოველწლიურ დღესასწაულზე, რომელსაც ინდონეზიის პრეზიდენტი ესწრება.

იუნესკო ამჟამინდელი კონსერვაციის მდგომარეობის ქვეშ სამ ზრუნვის არეალს გამოარჩევს: (i) ვანდალიზმი ვიზიტორთა მხრიდან, (ii) ნიადაგის ეროზია ძეგლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, (iii) დაკარგული ელემენტების ანალიზი და რესტავრაცია.[35] რბილი ნიადაგი, მრავალი მიწისძვრა და ძლიერი წვიმები სტრუქტურის დესტაბილიზაციას იწვევს. მათ შორის ლომის წვლილი მიწისძვრებზე მოდის, ვინაიდან არა მარტო ქვები ცვივა და თაღები იფხვნება, თავის მხრივ მიწაც გადაადგილდება ტალღისებურად, რაც სტრუქტურის განადგურებას უწყობს ხელს.[35] სტუპების მზარდი პოპულარობა მრავალ მნახველს იზიდავს, რომელთა შორის უმრავლესი ინდონეზიელია. მიუხედავად ყველა დონეზე განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნებისა, რომ არ შეეხონ არაფერს, ასევე რეგულარული გაფრთხილებებისა მიკროფონით და გვარდიის წარმომადგენლების ყოფნისა, ჩვეულებრივი მოვლენა და პრობლემაა ვანდალიზმი ბარელიეფებსა და სტატუეტებზე, რაც მათ წახდენას იწვევს. 2009 წლისათვის, არ არსებობდა რაიმე სისტემა, რომელიც რაიმე საზღვრებში ჩააყენებდა ყოველდღიურ მნახველთა რიცხვს ან წარმოადგენდა ტურებს მხოლოდ მანდატურების თანხლებით.[35]

რეაბილიტაცია

ბორობუდური მძიმედ დაზიანდა მერაპის მთის ამოფრქვევისას 2010 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში. მერაპიდან წამოსული ვულკანური ფერფლი ტაძრის კომპლექსზე დაეფინა, რომელიც კრატერიდან 28 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. 3—5 ნოემბრის ამოფრქვევებისას, ტაძრის სტატუეტებს 2,5 სმ სისქის ფერფლის ფენა დაედო[36], ასევე განადგურდა გარემომცველი მცენარეულობა, ექსპერტები შიშობდნენ, რომ მჟავურ ფერფლს ისტორიული ძეგლის დაზიანება შეეძლო. 5-დან 9 ნოემბრამდე კომპლექსი დაკეტილი იყო და მიმდინარეობდა ფერფლის ფენის მოშორება.[37] [38]

მერაპის 2010 წლის ამოფრქვევის შემდგომი რეაბილიტაციისათვის, იუნესკომ 3 მლნ აშშ დოლარი გამოყო. ტაძრის ქვებიდან ვულკანური ნარჩენების მოშორებამ 6 თვეს გასტანა, რასაც შემდგომ ხეების დარგვა მოჰყვა, ტემპერატურის სტაბილიზაციის მიზნით.[39] სადრენაჟო სისტემის აღდგენის მიზნით, რომელიც წვიმის შემდეგ თიხით იყო დაბინძურებული, მოცილებულ იქნა ტაძრის სტრუქტურის 55 000-ზე მეტი ქვის ბლოკი. აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 2011 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.[40]

არქიტექტურა

 
ბორობუდურის მონახაზი მანდალას ფორმას იღებს
 
ბორობუდურის არქიტექტურული მაკეტი
 
წყლის სადრენაჟო გამოქანდაკებული გორგულია

გეგმა

ბორობუდური ნაგებია როგორც ერთი, ცალკეული დიდი სტუპა. მისი ხედი სიმაღლიდან ვაჯრაიანა ბუდიზმის გიგანტური მანდალის ფორმას იღებს, რაც ერთდროულად განასახიერებს ბუდისტურ კოსმოლიგიასა და აზროვნების ბუნებას.[41] საძირკველი კვადრატულია, დაახლოებით 118 მეტრი ყოველ მხარეს. გააჩნია ცხრა პლატფორმა, რომელთაგან ქვედა ექვსი მართკუთხაა, ზედა სამი კი წრიული. ზედა პლატფორმებზე განლაგებულია ოცდაორი პატარა სტუპა, რომლებიც გარს ერტყმიან ერთ დიდ ცენტრალურ სტუპას. თითოეული სტუპა სათუთად ნაკვეთია და გამოირჩევა მრავალი დეკორატიული ნახვრეტით. ბუდას სტატუეტები ჩამწკრივებულია გამოკვეთილი შესასვლელების მიღმა.

მონუმენტის სამი დანაყოფი განასახიერებს ბუდისტური კოსმოლოგიის სამ „სამეფოს“, რომელთაც ეწოდებათ კამადჰატუ (სურვილების სამყარო), რუპადჰატუ (ფორმების სამყარო) და ბოლოს არუპადჰატუ (უფორმო სამყარო). ჩვეულებრივი შეგრძნებების ადამიანები ცხოვრობენ უდაბლეს დონეზე, სურვილების სამეფოში. მაგრამ, ვინც დაძლია ყველა სურვილი ცხოვრების გასაგრძელებლად, ტოვებს სურვილების სამყაროს და მარტო ცხოვრობს ფორმების სამყაროში: ისინი ხედავენ ფორმებს, მაგრამ არ შეუძლიათ მათი შეცვლა. სულ ბოლოს, სრული ბუდები მიდიან ფორმებს მიღმა, გამოსცდიან მათ რეალურ სიწმინდეს, ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე, ნირვანის უფორმო ოკეანეში.[42] სამსარის ციკლისგან გათავისუფლების შემდეგ, სადაც გასხივოსნებული სული სულ ცოტა ხნით ეხება მიწიერ ფორმებს, შეესაბამება შუნიატის გაგებას, სრულ არარაობას ან „მე“ს არარსებობას (ანატმანი). კამადჰატუ წარმოდგენილია საძირკვლით, რუპადჰატუ ხუთი მართკითხა პლატფორმით, არუპადჰატუ კი სამი წრიული პლატფორმითა და ყველაზე მაღალი სტუპით. არქიტექტურული მახასიათებლები ამ სამ სართულს შორის მეტაფორულად განსხვავდება. მაგალითად, რუპადჰატუზე არსებული კვადრატული და დეტალური დეკორაციები არუპადჰატუს წრიულ პლატფორმებზე უკვე უჩინარდება და განასახიერებს თუ როგორ გადადის ის ეტაპი, როდესაც ადამიანი კიდევ ეხება ფოემებისა და სახელების სამყაროს — უფორმო სამყაროში.[43]

ბორობუდურში პოლიგრიმობის ერთ-ერთი ფორმაა ჯგუფური ღვთისმსახურება. პოლიგრიმები მიუყვებიან კიბეებისა და კორიდორების სისტემას და მიიწევენ პლატფორმის მწვერვალისკენ. თითოეული პლატფორმა გასხივოსნების ერთ საფეხურს განასახიერებს. ბილიკი, რომელსაც პილიგრიმები მიუყვებიან, ისეა დაპროექტებული, რომ განასახიერებს ბუდისტურ კოსმოლოგიას.[44]

1885 წელს, საძირკვლის ქვეშ შემთხვევით იქნა აღმოჩენილი დაფარული სტრუქტურა.[45] „დამალული ფუძე“ შეიცავს რელიეფებს, რომელთაგან 160 აღწერს რეალურ კამადჰატუს. დანარჩენი რელიეფები წარმოადგენს პანელებს მოკლე წარწერებით, რომლებიც ცხადად მიუთითებენ სკულპტორების შესახებ ცნობებზე, ასახავენ მათი ამოკვეთის სცენებს.[46] რეალური საძირკველი დაფარულია გარე საძირკვლით, რისი მიზანიც დღემდე საიდუმლოდ რჩება. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ნამდვილი საძირკვლის დაფარვის მიზანს წარმოადგენდა მონუმენტის დაწევის თავიდან აცილება.[46] სხვა თეორიის თანახმად კი საძირკვლის დაფარვა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თავდაპირველი დაფარული ფუძე არასწორად იყო დაპროექტებული, რასაც მოწმობს ვასტუ-შასტრას დოქტრინა — უძველესი ინდური წიგნი არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების შესახებ.[45] მისი განზრახვისგან დამოუკიდებლად, დაფარული საძირკველი დეტალურად და დაწვრილმანებით აშენებულა, ესთეტიკითა და რელიგიური განხილვებით.

ნაგებობის სტრუქტურა

 
საძირკვლის, მთავარი და ზედა ნაწილების 4:6:9 სიმაღლის პროპორციის თითოეულის შესაბამისად
 
შესასვლელის მცველი ლომი
 
ბორობუდურის კიბეები კალას თაღის ქვეშ
 
ვიწრო კორიდორი და ბარელიეფები

ბორობუდურის მშენებლობისათვის ახლომდებარე ქვის კარიერიდან 55 000 კუბური მეტრი ანდეზიტის ქვა.[47] ქვები ზომებად დაიჭრა, შემდეგ გადაიტანეს მშენებლობის ადგილზე ერთმანეთზე დააწყვეს კირხსნარის გარეშე. ქვების შესაერთებლად გამოყენებულ იქნა კოპები, კბილანები და მაკრატელები. ბარელიეფები შეიქმნა მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილზე (ლათ. in situ).

მონუმენტი აღჭურვილია კარგი სადრენაჟო სისტემით, რაც აუცილებელი იყო არეალის ატმოსფერული ნალექების მაღალი მაჩვენებლის გამო. დატბორვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კუთხესთან დაყენებულია 100 საწვეთური და თითოეული მათგანისთვის მიცემულია უნიკალური, გიგანტის ფორმის გორგულია.

ბორობუდური თვის გენერალური გეგმით შესამჩნევად განსხვავდება ამავე დანიშნულების სხვა მონუმენტებისგან. ნაცვლად ბრტყელი ზედაპირისა, ბორობუდური აღმართულია ბუნებრივ ბორცვზე. მიუხედავად ამისა, მშენებლობის ტექნიკა იავის სხვა ტაძრების მსგავსია. სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, ბორობუდურს არ გააჩნია შიდა სივრცე და მისი გენერალური გეგმა პირამიდის ფორმისაა, რის გამოც, უფრო სავარაუდოა, რომ მონუმენტის პირველადი ჩანაფიქრი იყო მისი გამოყენება სტუპად და არა ტაძრად.[47] სტუპა წარმოადგენს ბუდასადმი სამლოცველოს. ზოგჯერ, სტუპები შენდებოდა როგორც მხოლოდ ბუდიზმის განდიდების სიმბოლოები. მეორე მხრივ, ტაძარი გამოიყენება ღვთისმსახურებისათვის. ტაძრის გეგმის ზედმიწევნითი კომპლექსურობა კი უფრო სავარაუდოს ხდის, რომ ბორობუდური სწორედ ტაძარია.

ცოტა რამაა ცნობილი კომპლექსის არქიტექტორის — გუნადჰარმას შესახებ.[48] მისი სახელი უფრო იავურ ხალხურ გადმოცემებშია შემონახული, ვიდრე წარწერებში.

მშენებლობისას მთავარ საზომ ერთეულად გამოიყენებოდა ტალა, რაც აღნიშნავდა მანძილს ადამიანის შუბლის თმის ხაზიდან ნიკაპის წვერამდე ან მანძილს ცერა თითის წვერიდან მის შუამდე.[49] მიუხედავად იმისა, რომ ასე გაზომვა ინდივიდუალურობასთან არის დაკავშირებული, მონუმენტის ზომები ზუსტია. მისმა გამოკვლევებმა, რომელიც 1977 წელს მიმდინარეობდა, გამოააშკარავა ხშირი პროპორციები 4:6:9. ზომების სიზუსტისთვის ბორობუდურის გეგმაში არქიტექტორს გამოყენებული აქვს ფრაქტალისა და თვითმსგავსი გეომეტრიის ფორმულა.[49][50] ეს პროპორცია ასევე აღმოჩენილია ბორობუდურის მეზობელ ტაძრებში, მენდუტსა და პავონში. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ პროპორცია 4:6:9-ს და ტალას კალენდარული, ასტრონომიული და კოსმოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ასევე გამოყენებულია კამბოჯაში მდებარე ანგკორ-ვატის ტაძარში.[48]

მთავარი სტრუქტურა შეიძლება დაიყოს სამ კომპონენტად: საძირკვლად, მთავარ ნაწილად და ზედა ნაწილად.[48] საძირკვლის ზომებია 123×123 მ და 4 მეტრიანი კედლები.[47] მთავარი ნაწილი შედგება ხუთი მართკუთხა პლატფორმისგან, რომელთაგან თითოეულის სიმაღლე თანდათან მცირდება. პირველი ტერასა საძირკვლის კიდეს 7 მეტრითაა დაცილებული. ყოველი მომდევნო ტერასა წინას კიდეს 2 მეტრით შორდება, რაც თითოეულ სართულზე ვიწრო კორიდორს ტოვებს. ზედა ნაწილი შედგება სამი წრიული პლატფორმისგან, რომელთაგან თითოეულ ეტაპზე კონცენტრულ წრეებად ჩამწკრივებულია სტუპები.

ცენტრში აღმართულია მთავარი გუმბათი, რომელიც მონუმენტის უმაღლესი მწვერვალია და მიწის ზედაპირიდან 35 მეტრ სიმაღლეზეა. ოთხივე მხირდან, მწვერვალისკენ მიემართება კიბეები, რამდენიმე თაღოვანი შესასვლელითა და აღმართული ლომის 32 ქანდაკებებით. შესასვლელების წვერზე გამოქანდაკებულია კალას თავები(კალა — ინდუიზმის მითოლოგიის პერსონაჟი) ქანდაკებებით, გვერდებზე კი მიცემული აქვს მაკარას (ინდუიზმის მითოლოგიის პერსონაჟი, გიგანტი) ფორმები. კალა-მაკარას მოტივი ბოლო დროს აღმოჩენილია იავის სხვა ტაძრებშიც. მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს, წარწერებიან რელიეფებთან ერთად. ბორცვის ფერდობებზე არსებული კიბეები მონუმენტს ასევე აკავშირებს შედარებით დაბლა არსებულ ვაკესთან.

ბარელიეფები

ბორობუდური იმგვარადაა ნაშენი, რომ ის წარმოსახავს ტერასების სხვადასხვაგვარ დონეებს, წარმოსახავს ჩახლართულ არქიტექტურას, რომელიც დატვირთულია ორნამენტებითა და საძირკვლის ბარელიეფებით, რომლებიც გამოკვეთილია არუპადჰატუს დონის წრიულ ტერასებზე.[51] პირველი ოთხი ტერასის კედლები გამოფენს ბარელიეფურ სკულპტურებს. ისინი საუკეთესო, ჩინებული ნიმუშებია და მიჩნეულია ყველაზე გრაციოზულად და დახვეწილად ძველ ბუდისტურ სამყაროში.[52]

 
წარწერებიანი ბარელიეფების მდებარეობა ბორობუდურის კედელზე

ბორობუდურის ბარელიეფები ასახავენ ეპიზოდებს VIII საუკუნის იავის ყოველდღიური ცხოვრებიდან, იქნება ეს საცერემონიო სასახლის, ტყეში მცხოვრები განდეგილებისა თუ სოფლის უბრალო ხალხის სცენები. ასევე გამოსახულია ტაძარი, ბაზრობა, მრავალგვარი ფლორა და ფაუნა, ადგილობრივების სახალხო არქიტექტურა. გამოსახულ ადამიანთა შორის არიან მეფეები, დედოფლები, პრონცები, დიდებულები, სამეფო კარისკაცები, ჯარისკაცები, მსახურები, მდაბიოები, მღვდლები და განდეგილები. გამოსახულებათა შორის გვხვდება ასევე ბუდისტური რწმენების მითური, სპირიტუალური არსებები, მაგალითად ასურები, ღმერთები, ბოდჰისატვები, კინარები, განდჰარვები, აპსარები. ამ ბარელიეფებში ასახული სურათები ისტორიკოსებს ხშირად მნიშვნელოვანი თემების კვლევაში ეხმარება, მაგალითად არქიტექტურის, შეიარაღების, ეკონომიკისა და მოდის შესწავლაში, ასევე მათი დახმარებით იკვლევენ VIII საუკუნის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საწყლოსნო გადაადგილების საშუალებებს. ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია ორმაგი აუტრიგერი ნავი (ერთგვარი ნიჩბიანი ნავი, რომელსაც ნიჩბის პალოები გარედან აქვს), რომელიც ბორობუდურის ნავის სახელწოდებითაა ცნობილი.[53] დღეისათვის, ბორობუდურის ნავის რეალური ზომების ხომალდი, რომლითაც 2004 წელს ინდონეზიიდან აფრიკამდე გასცურეს, სამუდრა რაკსას მუზეუმშია გამოფენილი, ბორობუდურიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრით ჩრდილოეთით.[54]

ბორობუდურის ბარელიეფები ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ინდური ესთეტიკის დისციპლინას, მაგალითად პოზას და ჟესტიკულაციას, რაც შეიცავს ძირითდ მნიშვნელობებს და ესთეტიკურ ღირებულებას. დიდგვაროვნების, მეფეების ან ისეთი ღვთაებების ბარელიეფები, როგორებიცა არიან აპსარები, ტარები და ბოდჰისატვები როგორც წესი, გამოსახულნი არიან ტრიბჰანგას პოზაში. ესაა სამად მოკეცილი პოზა კისერზე, თეძოებსა და მუხლებზე, ერთი ფეხი ჩვეულებრივ დგას და მეორე სხეულის სიმძიმეს უდგას. ეს პოზა მიჩნეულია ყველაზე გრაციოზულად. ასეთივე პოზაა გამოსახული სურასუნდარის ფუგურაში, რომელსაც ლოტოსი უჭირავს.[55]

ბორობუდური შეიცავს დაახლოებით 2670 ბარელიეფს (1460 წარწერებიანი და 1212 დეკორატიული პანელი), რომლებიც ფასადს და ბალუსტრადებს ფარავენ. რელიეფების მთლიანი ფართობი 2500 მ²-ია და გადანაწილებულია საძირკველსა (კამადჰატუ) და ხუთ კვადრატულ პლატფორმაზე (რუპადჰატუ).[56]

წარწერებიანი პანელები, რომლებიც სუდჰანასა და მანოჰარას ამბებს აღწერენ,[57] დაჯგუფებულია 11 მწკრივად და გარს ერტყმიან მონუმენტს. მათი მთლიანი სიგრძე 3 000 მეტრია. საძირკველი შეიცავს რელიეფების პირველ რიგს წარწერებიანი 160 პანელით, დარჩენილი 10 რიგი გადანაწილებულია მთელს კედლებსა და ბალუსტრადებზე ოთხ გალერეად, რომლებიც აღმოსავლეთ შესასვლელი კიბის მარცხნივ იწყება. კდელებზე არსებული წარწერებიანი პანელები მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, მაშინ, როდესაც ბალუსტრადებზე არსებულები პირიქით — მარცხნიდან მარჯვნივ. ეს კი შეესაბამება პრადაკსინას — წრის შემოვლის რიტუალს, რომელსაც ასრულებდნენ პილიგრიმები, რომლებიც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობდნენ, ტაძარს კი თავიანთგან მარცხნივ ტოვებდნენ.[58]

საძირკვლის ბარელიეფები ასახავს კარმის კანონებზე მუშაობას. პირველი გალერეის კედლებზე ასახულია რელიეფების ორი მწკრივი, რომელთაგან თითოეული 120 პანელს შეიცავს. კედლის ზედა ნაწილი ბუდას ბიოგრაფიას ასახავს; ქვედა ნაწილი, ბალუსტრადები, ასევე პირველი და მეორე გალერეები კი ბუდას ყოფილ ცხოვრებებს.[56] დანარჩენი პანელები მიძღვნილია მისი მაძებარი სუდჰანასადმი და მთავრდება მის მიერ სრულყოფილი სიბრძნის (პრაჯნიაპარამიტა) დაუფლებით.

 
პრინც სიდჰართა გაუტამას საშობად ლუმბინისკენ ეტლით მიმავალი დედოფალი მაია
კარმის კანონები (კარმავიბჰაბგა)

160 დაფარული პანელი ვერ აღწერს თანმიმდევრულ, უწყვეტ ამბავს, მაგრამ თითოეულ პანელზე ასახულია მიზეზებისა და შედეგების სრული ილუსტრაციები.[56] დახატულია დამნაშავეთა ქმედებები, დაწყებული ჭორაობიდან მკვლელობით დასრულებული; იქვე ასახულია მათი შესაბამისი სასჯელიც. ასევე მოხატულია ქების ღირსი საქმიანობების სცენები, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ქველმოქმედება და ტაძრების მოლოცვა, მათ გვერდით კი ამ საქმიანობებისათვის მიზღვული ჯილდოებია გამოსახული. იქვე ილუსტრირებულია ჯოჯოხეთის ტანჯვა და სამოთხის სიტკბოება; ყოველდღიური ცხოვრების სცენები, რაც სამსარის (დაბადებისა და სიკვდილის დაუსრულებელი ციკლი) მთლიანი პანორამით სრულდება.

ამბავი პრინც სიდჰართასა და ბუდას დაბადების შესახებ (ლალიტავისტარა)

ამბავი იწყება მეუფე ბუდას ტუშიტას სამოთხედან წარმოშობით და მთავრდება მისი პირველი ქადაგებით ქალაქ ირმების პარკში, ვარანასის სიახლოვეს.[58] ბარელიეფები ასახავს ბუდას, როგორც პრინც სიდჰართას, კაპილავასტუს (თანამედროვე ნეპალი) მეფე სუდჰოდანასა და დედოფალ მაიას ვაჟის დაბადებას.

 
პრინცი სიდჰართა გაუტამა ასკეტური განდეგილი ხდება

ამ ისტორიას წინ უძღვის 27 პანელი, რომლებიც სხვადასხვაგვარ მზადებებს ასახავს, სამოთხეში და დედამიწაზე, ბოლოს კი ესალმება ბოდჰისატვას საბოლოო ინკარნაციას. ტუშიტას სამოთხიდან ჩამოსვლამდე, ბოდჰისატვამ თავის გვირგვინი მის მემკვიდრეს, მომავალ ბუდა მაიტრეიას დაუტოვა. დედამიწაზე ის ექვსეშვიანი თეთრი სპილოს ფორმით ჩამობრძანდა და დედოფალ მაიას მარჯვენა საშვილოსნოში შეაღწია. ამ მოვლენის შესახებ დედოფალ მაიას ძილში ესიზმრა, რაც ისე ახსნეს, რომ მისი ვაჟი ან მონარქი გახდებოდა, ან ბუდა.

როდესაც დედოფალმა მაიამ იგრძნო, რომ დაბადების დრო დადგა, ის ლუმბინის პარკში გაემგზავრა, ქალაქ კაპილავასტუს გარეთ. იგი პლაკსას ხის ქვეშ გაჩერდა, მის ტოტს ჩაეჭიდა მარჯვენა ხელით და სულ მალე ვაჟიც შვა, პრინცი სიდჰართა. ეს ისტორია პანელებზე გრძელდება მანამ, სანამ პრინცი ბუდა გახდება.

ამბავი ბუდას წინა ცხოვრებებზე (ჯაკატა) და სხვა ლეგენდარულ პირებზე (ავადანა)

ჯაკატები ისტორიებია ბუდას შესახებ, სანამ ის დაიბადებოდა როგორც პირნცი სიდჰათა.[59] ეს ამბები მოგვითხრობს ბუდას წინა ცხოვრებებზე, მისი როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ფორმით. მომავალი ბუდა შეიძლებოდა მოვლენილიყო როგორც მეფე, უსახლკარო, ღმერთი, სპილო, მაგრამ ნებისმიერ ფორმაში ის ინარჩუნებდა გარკვეულ ღირსებებს.[60] ავადანები ჯაკატების მსგავსია, მაგრამ მთავარი ფიგურა აქ თავად ბოდჰისატვა არაა. წმინდა მოქმედებები ავანადებში დაკავშირებულია სხვა ლეგენდარულ პერსონებთან. ჯაკატები და ავადანები ნორობუდურის ბარელიეფების ერთსა და იმავე მწკრივშია განთავსებული.

კედლის პირველი ქვედა 20 პანელის პირველი გალერეა ასახავს სუდჰანაკუმარავადანას ანუ სუდჰანას წმინდა საქმიანობებს. ბალუსტრადებზე არსებული ზედა პირველი 135 პანელის იგივე გალერეა მიძღვნილია ჯატაკის 34 ლეგენდისადმი.[61] დარჩენილი 237 პანელი კი მეორე გალერეის ქვედა რიგების და პანელების მსგავსასდ, ასახავს ისტორიებს სხვა წყაროებიდან. ჯაკატის ზოგიერთი ამბები ორჯერაა გამოსახული, მაგალითად ამბავი მეფე სიბჰის (რამას წინაპარი) შესახებ.

სუდჰანას მიერ საბოლოო ჭეშმარიტების ძიება (განდავიუჰა)

განდავიუჰა ავატამსაკა-სუტრას საბოლოო თავია განდავიუჰას ისტორიის შესახებ, რომელიც აღწერს სუდჰანას დაუღალავ ხეტიალს უმაღლესი, სრულყოფილი სიბრძნის ძიებაში. იგი ორ გალერეას მოიცავს (მესამე და მეოთხე), ასევე მეორე გალერეის ნახევარს, სულ 460 პანელს.[62] ამბის მთავარი მოქმედი პირია სუდჰანა — უკიდურესად მდიდარი იაველი ვაჭრის ვაჟი; იგი მე-16 პანელზე ჩნდება. სასწაულების ამბის პროლოგის წინა 15 პანელი ეძღვნება ბუდას სამადჰის ჯეტას ბაღში, ინდოეთის ქალაქ სრავასტის სიახლოვეს.

ძიების პროცესში, სუდჰანამ 30-მდე მასწავლებელს მიმართა, მაგრამ ვერც ერთი მათგანისგან ვერ მიიღო სრულად დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამის შემდეგ მას მანჯუსრი ასწავლიდა, რათა ბერ მეგასდარის შეხვედროდა, სადაც მას პირველი დოქტრინა გადაეცა. მოგზაურობის გაგრძელებისას, სუდჰანა შეხვდა სუპრატისთჰითას, ფიზიკოს მეგჰას (ცოდნის სული), ბანკირ მუკტაკას, ბერ სარადჰვაჯას, უპასაკას ასას(უმაღლესი განბრძნილობის სული), ბჰისმოტარანნირგჰოსას, ბრაჰმან ჯაიოსმაიატნას, პრინცესა მაიტრაიანის, ბერ სუდარსანას, ბიჭს სახელად ინდრიესვარას, უპასაკა პრაბჰუტას, ბანკირ რატნაჩუდას, მეფე ანალას, ღმერთ შივას, დედოფალ მაიას, ბოდჰისატვა მაიტრეიას, ამის შემდეგ კი უკან, მანჯუსრიში დაბრუნდა. თითოეულთან შეხვედრისას, სუდჰანას გადაეცემოდა სპეციფიკური დოქტრინა, ცოდნა და სიბრძნე. ეს შეხვედრები მესამე გალერეაშია ნაჩვენები.

მანჯუსრისთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, სუდჰანა ბოდჰისატვა სამანტაბჰადრას საცხოვრებლისკენ გაემართა, რაც მეოთხე გალერეაშია ასახული. მეოთე გალერეის მთლიანი რიგი სამანდაბჰატრას სწავლისადმია მიძღვნილი. ბოლოს, წარწერებიანი პანელები მთავრდება სუდჰანას მიერ უზენაესი ცოდნისა და საბოლოო ჭეშმარიტების დაუფლებით.[63]

ბუდას სკულპტურები

 
ბუდას სკულპტურა სტუპის შიგნით
 
ბუდას სკულპტურა ხელების დჰარმაჩაკრას პოზიციით

ქვებზე გამოკვეთილი ბუდისტური კოსმოლოგიის ამბების გარდა, ბორობუდურში ბუდას ბევრი, მრავალგვარი სკულპტურაა. ფეხებგადაჯვარედინებული ბუდები ლოტოსის პოზაში სხედან და გადანაწილებული არიან ოთხ მართკუთხა პლატფორმაზე (რუპადჰატუს დონე), ისევე როგორც ზედა პლატფორმაზე (არუპადჰატუს დონე).

ბუდას სკულპტურები რუპადჰატუს დონეზე ნიშებშია, რიგებადაა ჩამწკრივებული ბალუსტრადების მეორე მხარეს. ქანდაკებების რიცხვი ზედა პლატფორმების პროგრესულად შემცირებასთან ერთად მცირდება. პირველ ბალუსტრადებზე 104 ნიშია, მეორეზე 104, მესამეზე 88, მეოთხეზე 72 და მეხუთეზე 64. რუპადჰატუს დონეზე სულ 432 სკულპტურაა განთავსებული.[64] არუპადჰატუს დონეზე (სამი წრიული პლატფორმა) ბუდას სკულპტურები განთავსებულია ნახვრეტებიან სტუპებში. პირველ წლიურ პლატფორმაზე 32 სტუპაა, მეორეზე 24, მესამეზე 16, საერთო ჯამში კი მათი რიცხვი 72-ს შეადგენს.[64] ბუდას თავდაპირველი 504 ქანდაკებიდან 300-ზე მეტი დაზიანებულია (ძირითადად უთავოებია), 43 კი დაკარგულია (მონუმენტის აღმოჩენის დღიდან, თავები ძირითადად კოლექციებისათვის მოიპარეს, უმეტესად დასავლურმა მუზეუმებმა).[65]

ერთი შეხედვით, ბუდას ყველა სკულპტურა ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ მათ შორის მაინც არსებობს უჩინარი განსხვავება მუდრაში, ანუ ხელების ადგილმდებარეობაში. არსებობს მუდრას ხუთი ჯგუფი: ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი და ზენიტი, რომლებიც განასახიერებს მაჰაიანას ხუთ კარდინალურ მიღწეულ წერტილს. პირველ ოთხ ბალუსტრადზე გვხვდება პირველი ოთხი მუდრა:ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი და დასავლეთი, რომელთაგანაც ბუდას ქანდაკებები, რომლებსაც სახე წრიული მიმართულებით აქვთ, მუდრას შეესაბამებიან. მეხუთე ბალუსტრადსა და პლატფორმის წვერზე, 72 სტუპაში მოთავსებულ ქანდაკებებს მუდრას ზენიტის ჯგუფი ახასიათებთ. თითოეული მუდრა წარმოადგენს ერთ-ერთს ბუდას ხუთი დჰიანიდან, თითოეულ მათგანს კი გააჩნია საკუთარი სიმბოლიზმი.[66]

პრადაკშინას (საათის ისრის მიმართულებით განლაგება) მოცემული ცხრილი იწყება აღმოსავლეთიდან, ჩამოთვლილია ბორობუდურის ბუდას სკულპტურების მუდრები:

სკულპტურა მუდრა სიმბოლური მნიშვნელობა დჰიანი ბუდა კარდინალური წერტილი სკულპტურის მდებარეობა
  ბჰუმისპარსა მუდრა მოწმედ იხმობს დედამიწას აკსობჰია აღმოსავლეთი რუპადჰატუს ნიშები აღმოსავლეთის პირველ ოთხ ბალუსტრადზე
  ვარა მუდრა ქველმოქმედება, მოწყალების გაღება რატნასამბჰავა სამხრეთი რუპადჰატუს ნიშები სამხრეთის პირველ ოთხ ბალუსტრადზე
  დჰიანა მუდრა კონცენტრაცია და მედიტაცია ამიტაბჰა დასავლეთი რუპადჰატუს ნიშები დასავლეთის პირველ ოთხ ბალუსტრადზე
  აბჰაია სიმამაცე, გაბედულობა ამოგჰასიდჰი ჩრდილოეთი რუპადჰატუს ჩრდილოეთის ნიშები დასავლეთის პირველ ოთხ ბალუსტრადზე
  ვიტარკა მუდრა აზროვნება და სათნოება ვაიროჩანა ზენიტი რუპადჰატუს ნიშები ყევლა მიმართულებით მეხუთე (ყველაზე ზედა) ბალუსტრადზე
  დჰარამაჩაკრა მუდრა დჰარმას (კანონი) გზის მოსახვევი ვაიროჩანა ზენიტი არიპადჰატუს ნახვრეტებიანი 72 სტუპა სამ მომრგვალებულ პლატფორმაზე

ბარელიეფების გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Parmono Atmadi (1988). Some Architectural Design Principles of Temples in Java: A study through the buildings projection on the reliefs of Borobudur temple. Yogyakarta: Gajah Mada University Press. ISBN 979-420-085-9. 
  • Jacques Dumarçay (1991). Borobudur, trans. and ed. by Michael Smithies, 2nd, Singapore: Oxford University Press. ISBN 0-19-588550-3. 
  • Luis O. Gómez and Hiram W. Woodward, Jr. (1981). Barabudur: History and Significance of a Buddhist Monument. Berkeley: Univ. of California. ISBN 0-89581-151-0. 
  • John Miksic (1990). Borobudur: Golden Tales of the Buddhas. Boston: Shambhala Publications. ISBN 0-87773-906-4. 
  • Soekmono (1976). „Chandi Borobudur – A Monument of Mankind“ (PDF). The Unesco Press, Paris. ციტირების თარიღი: 2008-08-17. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • R. Soekmono, J.G. de Casparis, J. Dumarçay, P. Amranand and P. Schoppert (1990). Borobudur: A Prayer in Stone. Singapore: Archipelago Press. ISBN 2-87868-004-9. 
  • Luis O. Gomez and Hiram W. Woodward (1981). Barabudur, history and significance of a Buddhist monument, presented at the Int. Conf. on Borobudur, Univ. of Michigan, 16–17 May 1974, Berkeley: Asian Humanities Press. ISBN 0-89581-151-0. 
  • August J.B. Kempers (1976). Ageless Borobudur: Buddhist mystery in stone, decay and restoration, Mendut and Pawon, folklife in ancient Java. Wassenaar: Servire. ISBN 90-6077-553-8. 
  • John Miksic (1999). The Mysteries of Borobudur. Hongkong: Periplus. ISBN 962-593-198-8. 
  • Adrian Snodgrass (1985). The symbolism of the stupa, Southeast Asia Program, Ithaca, N.Y.: Cornell University. ISBN 0-87727-700-1. 

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Borobudur Temple Compounds. UNESCO World Heritage Centre. UNESCO. ციტირების თარიღი: 28 December 2008.
  2. Mark Elliott ... (November, 2003). Indonesia. Melbourne: Lonely Planet Publications Pty Ltd, გვ. 211–215. ISBN 1-74059-154-2. 
  3. 3.0 3.1 Thomas Stamford Raffles (1817). The History of Java, 1978, Oxford University Press. ISBN 0-19-580347-7. 
  4. Soekmono (1976), გვ. 13
  5. Drs. R. Soekmono, (1973, 5th reprint edition in 1988). Pengantar Sejarah Kebudayaan Indonesia 2, 2nd ed. Yogyakarta: Penerbit Kanisius, გვ. 46. 
  6. Walubi. Borobudur: Candi Berbukit Kebajikan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  7. Soekmono (1976), გვ. 1
  8. N. J. Krom. Borobudur, Archaeological Description. The Hague: Nijhoff. ციტირების თარიღი: 17 August 2008.  დაარქივებული 17 August 2008[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  9. J. L. Moens (1951). „Barabudur, Mendut en Pawon en hun onderlinge samenhang (Barabudur, Mendut and Pawon and their mutual relationship)“ (PDF). Tijdschrift voor de Indische Taai-, Land- en Volkenkunde. Het Bataviaasch Genootschap van Kunsten en Wetenschappen: 326–386. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2011-11-26. ციტატა: „trans. by Mark Long“
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Murwanto, H.; Gunnell, Y; Suharsono, S.; Sutikno, S. and Lavigne, F (2004). „Borobudur monument (Java, Indonesia) stood by a natural lake: chronostratigraphic evidence and historical implications“. The Holocene. 14 (3): 459–463. doi:10.1191/0959683604hl721rr.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  11. J.G. de Casparis, "The Dual Nature of Barabudur", in Gómez and Woodward (1981), გვ. 70 და 83.
  12. R.W. van Bemmelen (1949). The geology of Indonesia, general geology of Indonesia and adjacent archipelago, vol 1A, The Hague, Government Printing Office, Martinus Nijhoff. cited in Murwanto (2004).
  13. Newhall C.G., Bronto S., Alloway B., Banks N.G., Bahar I., del Marmol M.A., Hadisantono R.D., Holcomb R.T., McGeehin J., Miksic J.N., Rubin M., Sayudi S.D., Sukhyar R., Andreastuti S., Tilling R.I., Torley R., Trimble D., and Wirakusumah A.D. (2000). „10,000 Years of explosive eruptions of Merapi Volcano, Central Java: archaeological and modern implications“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 100 (1): 9–50. doi:10.1016/S0377-0273(00)00132-3.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  14. 14.0 14.1 Soekmono (1976), გვ. 9
  15. Miksic (1990)
  16. 16.0 16.1 Dumarçay (1991).
  17. Paul Michel Munoz (2007). Early Kingdoms of the Indonesian Archipelago and the Malay Peninsula. Singapore: Didier Millet, გვ. 143. ISBN 981-4155-67-5. 
  18. W. J. van der Meulen (1977). „In Search of "Ho-Ling". Indonesia. 23: 87–112.
  19. 19.0 19.1 19.2 Soekmono (1976), გვ. 4
  20. Wacana Nusantara Borobudur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-07. ციტირების თარიღი: 2011-12-06.
  21. 21.0 21.1 Soekmono (1976), გვ. 5
  22. 22.0 22.1 Soekmono (1976), გვ. 6
  23. 23.0 23.1 Soekmono (1976), გვ. 42
  24. Soekmono (1976), გვ. 43
  25. 25.0 25.1 Caesar Voute; Voute, Caesar (1973). „The Restoration and Conservation Project of Borobudur Temple, Indonesia. Planning: Research: Design“. Studies in Conservation. 18 (3): 113–130. doi:10.2307/1505654. JSTOR 1505654.
  26. „Cultural heritage and partnership; 1999“ (PDF) (პრეს-რელიზი). UNESCO.
  27. Vaisutis, Justine (2007). Indonesia. Lonely Planet, გვ. 856. ISBN 1741044359. 
  28. The Meaning of Procession. Waisak. Walubi (Buddhist Council of Indonesia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 28 December 2008.
  29. 29.0 29.1 Mark P. Hampton (2005). „Heritage, Local Communities and Economic Development“. Annals of Tourism Research. 32 (3): 735–759. doi:10.1016/j.annals.2004.10.010.
  30. E. Sedyawati (1997). „Potential and Challenges of Tourism: Managing the National Cultural Heritage of Indonesia“. W. Nuryanti (ed.). Tourism and Heritage Management. Yogyakarta: Gajah Mada University Press. pp. 25–35.
  31. Jamie James (27 January 2003). „Battle of Borobudur“. Time (magazine). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 23 August 2008.
  32. „1,100-Year-Old Buddhist Temple Wrecked By Bombs in Indonesia“. The Miami Herald. 22 January 1985. ციტირების თარიღი: 17 August 2008.
  33. Harold Crouch (2002). „The Key Determinants of Indonesia's Political Future“ (PDF). Institute of Southeast Asian Studies. 7. ISSN 0219-3213. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2015-03-20. ციტირების თარიღი: 2011-12-12.
  34. Sebastien Berger (30 May 2006). „An ancient wonder reduced to rubble“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 23 August 2008.
  35. 35.0 35.1 35.2 Section II: Periodic Report on the State of Conservation. State of Conservation of the World Heritage Properties in the Asia-Pacific Region. UNESCO World Heritage. ციტირების თარიღი: 23 February 2010.
  36. Covered in volcanic ash, Borobudur closed temporarily. from, Magelang, C Java (by ANTARA News) (6 November 2010). ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2010.
  37. Borobudur Temple Forced to Close While Workers Remove Merapi Ash. Jakarta Globe (7 November 2010). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2010.
  38. Inilah Foto-foto Kerusakan Candi Indonesian. Tribun News (7 ნოემბერი 2010). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2010.
  39. „Borobudur’s post-Merapi eruption rehabilitating may take three years: Official“. 2011-02-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2011-12-12.
  40. Sri Wahyuni. (28 ივნისი, 2011) Borobudur clean-up to finish in November. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 2012-01-05.
  41. A. Wayman (1981). „Reflections on the Theory of Barabudur as a Mandala“. Barabudu History and Significance of a Buddhist Monument. Berkeley: Asian Humanities Press.
  42. Tartakov, Gary Michael. Lecture 17: Sherman Lee's History of Far Eastern Art (Indonesia and Cambodja). Lecture notes for Asian Art and Architecture: Art & Design 382/582. Iowa State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-31. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2008.
  43. Soekmono (1976), გვ. 17
  44. Peter Ferschin and Andreas Gramelhofer (2004). „Architecture as Information Space“. 8th Int. Conf. on Information Visualization. IEEE. p. 181–186. .
  45. 45.0 45.1 „Borobudur Pernah Salah Design?“ (Indonesian). Kompas. 7 აპრილი 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო 2008.
  46. 46.0 46.1 Soekmono (1976), გვ. 18
  47. 47.0 47.1 47.2 Soekmono (1976), გვ. 16
  48. 48.0 48.1 48.2 Caesar Voûte and Mark Long. Borobudur: Pyramid of the Cosmic Buddha. D.K. Printworld Ltd. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2008.  დაარქივებული 2008-06-08 საიტზე Wayback Machine.
  49. 49.0 49.1 Atmadi (1988)
  50. H. Situngkir (2010). „Borobudur Was Built Algorithmically“. BFI Working Paper Series WP-9-2010. Bandung Fe Institute.
  51. Borobudur. Buddhist Travel (, 2008). ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  52. Tom Cockrem, Sydney Morening Herald, May 18, 2008. (, 2008) Temple of enlightenment. The Buddhist Channel.tv. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  53. The Cinnamon Route english. Borobudur Park (,). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-25. ციტირების თარიღი: 2011-12-14.
  54. The Borobudur Ship Expedition, Indonesia to Africa 2003-2004 english. The Borobudur Ship Expedition (,). ციტირების თარიღი: 2011-12-14.
  55. Surasundari. Art and Archaeology.com (,). ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  56. 56.0 56.1 56.2 Soekmono (1976), გვ. 20
  57. Jaini, P.S. (1966). „The Story of Sudhana and Manohara: An Analysis of the Texts and the Borobudur Reliefs“. Bulletin of the School of Oriental and African Studies. 29 (3): 533–558. doi:10.1017/S0041977X00073407. ISSN 0041-977X. JSTOR 611473.
  58. 58.0 58.1 Soekmono (1976), გვ. 21
  59. Soekmono (1976), გვ. 26
  60. Jataka. Encyclopaedia Britannica (,). ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  61. Soekmono (1976), გვ. 29
  62. Soekmono (1976), გვ. 32
  63. Soekmono (1976), გვ. 35
  64. 64.0 64.1 Soekmono (1976), გვ. 35–36
  65. Hiram W. Woodward Jr. (1979). „Acquisition“. Critical Inquiry. 6 (2): 291–303. doi:10.1086/448048.
  66. Roderick S. Bucknell and Martin Stuart-Fox (1995). The Twilight Language: Explorations in Buddhist Meditation and Symbolism. UK: Routledge. ISBN 0-7007-0234-2.