ბორნჰოლმი (დან. Bornholm) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში. მდებარეობს დანარჩენი დანიისგან აღმოსავლეთით, შვედეთის სამხრეთითა და პოლონეთის ჩრდილოეთით. კუნძულზე მეურნეობის მთავარი დარგებია მეთევზეობა და ხელოსნობა, მათ შორის მინისა და კერამიკის წარმოება, ასევე სარძევე მეურნეობა. მნიშვნელოვანია ტურიზმის როლი ზაფხულში. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოდგენილია კლდოვანი ფორმაციები, ცენტრალურ ნაწილში — სასოფლო-სამეურნეო მიწები, სამხრეთში კი პლაჟები.[1]

ბორნჰოლმი
მშობ. სახელი: Bornholm

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 55°07′ ჩ. გ. 14°55′ ა. გ. / 55.117° ჩ. გ. 14.917° ა. გ. / 55.117; 14.917
ფართობი 588 კმ²
დანიის დროშა დანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 42 154 (2010)
სიმჭიდროვე 71,9 /კმ²

კუნძულზე შექმნილია ბორნჰოლმის რეგიონული მუნიციპალიტეტი. 2007 წლიდან იგი დედაქალაქის ოლქის შემადგენელი ნაწილი გახდა.

ბორნჰოლმიდან 18 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა კუნძული ერტჰოლმენი.

ბალტიის ზღვაში სტრატეგიული მდებარეობის გამო, ბორნჰოლმისათვის მუდმივ დავებში იყვნენ ჩაფლულნი დანიის მმართველები, ძირითადად შვედებთან. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჰომერსჰუსის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების უდიდესი ციხეა მთელს ჩრდილოეთ ევროპაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Blecher, Lone Thygesen; George Blecher (2004-08). Swedish Folktales & Legends. University of Minnesota Press, გვ. xvi. ISBN 978-0-8166-4575-6.