ბორიდები

ბორის ნაერთები ლითონებთან

ბორიდებიბორის ნაერთები ლითონებთან. ბორიდებს ახასიეთებს როგორც ლითონური, ისე არალითონური (ნახევრად გამტარი) ნივთიერებების თვისებები. ლითონური თვისებებია: მაღალი თბო- და ელექტროგამტარობა, ლიტონური ბზინვა, ტემპერატურის გადიდების შედეგად ელექტროწინაღობის კოეფიციენტის ზრდა. ბორიდების უმრავლესობა მჟავამედეგია (მაგალითად, -ზე არ მოქმედებს მდუღარე თეზაფიც კი), ნაკლებად პლასტიკური და მეტად სალია (მიკროსისალე 20-30 გნ/მ2). -ის სიმტკიცის ზღვარი გაგლეჯისას (როცა მისი ფორიანობა 2-3%-ს უდრის) 380 მეგნ/მ2-ია. -ის დრეკადობის მოდულია 650 გნ/მ2, -ის — 700 გნ/მ2, -ის — 685 გნ/მ2, ხოლო -ისა — 790 გნ/მ2.

ტიტანიუმის დიბორიდის კრისტალური სტრუქტურა. __ Ti     __ B
ბორიდები
ფორმულა CAS ნომერი სიმკვრივე (გ/სმ3) დნობის ტემპერატურა (°C)
TiB2 12045-63-5 4.38 3225
ZrB2 12045-64-6 6.17 3050
HfB2 12007-23-7 11.2 3650
VB2 12007-37-3 5.10 2450
NbB 12045-19-1 7.5 2270
NbB2 12007-29-3 6.97 3050
TaB 12007-07-7 14.2 2040
TaB2 12007-35-1 11.2 3100
CrB2 12007-16-8 5.20 2170
Mo2B5 12007-97-5 7.48 2370
W2B5 12007-98-6 14.8 2370
Fe2B 12006-85-8 7.3 1389
FeB 12006-84-7 7 1658
CoB 12006-77-8 7.25 1460
Co2B 12045-01-1 8.1 1280
NiB 12007-00-0 7.13 1034
Ni2B 12007-01-1 7.90 1125
LaB6 12008-21-8 6.15 2715
UB4 12007-84-0 9.32 2530
UB2 12007-36-2 12.7 2430

მიღება რედაქტირება

ბორიდების მისაღებად ლითონთა ჟანგეულებს აღადგენენ ბორის კარბიდისა და მურის ნარევით ( ) ან ლითონთა ჟანგეულებისა და ბორის ანჰიდრიდის ნარევს აღადგენენ მურით ( ). არსებობს აგრეთვე ბორიდების მიღების მაგნიტოთერმული და სხვა მეთოდები.

გამოყენება რედაქტირება

ბორიდების ფხვნილის დაწნეხითა და შეცხობით ან ცხლად დაწნეხით ამზადებენ მკვრივ ნაკეთობებს. ბორიდებს იყენებენ რადიოელექტრონიკაში, ბირთვულ ტექნიკაში (სარეგულაციო მასალად და ბირთვული გამოსხივებისაგან დასაცავად), მეტალურგიაში, მანქანათმშენებლობაში.

ლიტერატურა რედაქტირება