ბომარისის ციხესიმაგრე

ბომარისის ციხესიმაგრე (ინგლ. Beaumaris Castle) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე უელსში, კუნძულ ანგლსიზე. ნაგებობა ინგლისის მეფე ედუარდ I-მა ააგო ჩრდილოეთ უელსში ლაშქრობების დროს. მშენებლობა 1295 წელს დაიწყო, გრძელდებოდა 35 წლის მანძილზე, მაგრამ აღარასდროს დასრულებულა, რადგან ფინანსური პრობლემების გამო, მეფე იძულებული გახდა პროცესი შეეჩერებინა.

მეფე ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ბომარისის ციხესიმაგრე
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 53°15′53″ ჩ. გ. 4°05′23″ დ. გ. / 53.26472° ჩ. გ. 4.08972° დ. გ. / 53.26472; -4.08972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 374
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 374
ინგლ.რუს.ფრ.

ციხესიმაგრის სტრუქტურა კონცენტრულია. მდებარეობს კუნძულ ანგლსის სანაპირო ზოლში, მენაის სრუტის აღმოსავლეთ შესასვლელთან. ნაგებობას გარს თხრილი აკრავს, რომელიც ზღვას უერთდება.

ცხიესიმგრე ამჟამად საკმაოდ კარგადაა შემონახული და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურის მქონედ ითვლება ამგვარ ნაგებობებს შორის, ღიაა დამთვალიერებელთათვის. 1986 წელს, იუნესკომ ის უელსის კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრესთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - ედუარდ I-ის ციხესიმაგრეები უელსში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება