ბომა (ფრანგ. Boma) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთში, მდინარე კონგოს ესტუარში, 75 კმ-ში მდინარე კონგოს ატლანტის ოკეანეში ჩადინების ადგილიდან.

ქალაქი
ბომა
ფრანგ. Boma
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია ცენტრალური კონგოს პროვინცია
შიდა დაყოფა Kabondo, Boma, Kalamu, Boma და Nzadi
კოორდინატები 5°51′00″ ს. გ. 13°03′00″ ა. გ. / 5.85000° ს. გ. 13.05000° ა. გ. / -5.85000; 13.05000
ფართობი 65 კმ²
ცენტრის სიმაღლე 61[1]
მოსახლეობა 167 326 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1
ბომა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ბომა

2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 167 326 ადამიანს[2].

1886-1926 წლებში იყო ბელგიის კონგოს დედაქალაქი (შემდეგ დედაქალაქი გადატანილი იქნა ლეოპოლდვილში (დღეს ქალაქი კინშასა).

მსხვილი პორტი (სანაოსნოა საზღვაო გემებისათვის; კაკაოს, ბანანის, კაუჩუკის, მერქნის ძვირფასი ჯიშების გატანა). ქალაქში ფუნქციონირებს საკვები პროდუქტების (ლუდსახარში, თევზი), ქიმიური, ხისგადამამუშავებელი, ლითონგადამამუშავებელი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და გემთმშენებლობის საწარმოები. არსებობს აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Boma, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
  2. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-05-12.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბომა&oldid=4357671“-დან