ბოლსენა (იტალ. Lago di Bolsena) — ვულკანური წარმოშობის კრატერული ტბა ცენტრალურ იტალიაში, რომელიც ჩამოყალიბდა 370 000 წლის წინ ვულზინის ვულკანურ კომპლექსში, წყალშემცველ ჰორიზონტში მომხდარი კალდერის კოლაფსის შედეგად. ძვ. წ. 104 წლისათვის, რომაული ჩანაწერები მიუთითებს ვულზინის ვულკანის აქტივობაზე, რის შემდეგაც მან დაიძინა. კალდერის კოლაფსის შემდეგ გამოწვეული წყალქვეშა ამოფრქვევების შედეგად ტბის სამხრეთ ნაწილში ორი კუნძული წარმოიშვა.

ბოლსენა
Lago di Bolsena
კოორდინატები: 42°36′ ჩ. გ. 11°56′ ა. გ. / 42.600° ჩ. გ. 11.933° ა. გ. / 42.600; 11.933
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიგრძე 13 კმ
სიგანე 11 კმ
ფართობი 113,5 კმ²
საშუალო სიღრმე 81 
მაქსიმალური სიღრმე 151 
აუზის ფართობი 159,5 კმ²
გამომდინარე მდინარე მარტა
ბოლსენის ტბა — იტალია
ბოლსენის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტბა მთლიანად იკვებება წყალშემცველი ჰორიზონტიდან, წვიმის წყლითა და ნიავღვრებით, მისგან კი მხოლოდ ერთი ნაკადი გამოედინება, სამხრეთი ნაწილის კიდიდან. მიმდებარე დასახლებებიდან, ბოლსენაში ჩაედინება დაბინძურებული წყლები, ძრითადად ჩარეცხილი სასუქები. მიუხედავად ამისა, ტბის ირგვლივ არსევბული სადგურებიდან მკაცრად კონტროლდება წყლის ქიმიური შემადგენლობა.

გეოგრაფია რედაქტირება

ტბას ოვალის ფორმა აქვს, რაც ტიპურია კრატერის ტბისათვის. ელიფსის გრძელი ღერძი გაწოლილია ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ფსკერი უხეში კონუსისებრია და მაქსიმალურ სიღრმეს შუაგულში აღწევს. მთლიანი ტბა გარსშემორტყმულია გორაკებით. აუზის ფარგლებში სახლობს 22000 მუდმივი მცხოვრები (2004 წ), ზაფხულობით კი მათი რიცხვი 35000 -მდე ადის.

სიმაღლე ზღვის დონიდან უფრო მეტია ჩრდილოეთ ნაწილში და 702 მეტრს აღწევს, მაშინ, როცა ტბის სიმაღლე ზოგადად 305 მეტრია.


 
დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაპირების ხედი აღმოსავლეთ ნაპირიდან. დიდი დახახლება მარჯვნივ — ბოლსენა
 
აღმოსავლეთი ნაპირი
 
ჩრდილოეთ ნაწილის ხედი მდინარე მარტას მიდამოებიდან

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Mosello, Rosario; Silvia Arisci; Piero Bruni (2004). „Lake Bolsena (Central Italy): an updating study on its water chemistry“ (PDF). Journal of Limnology. 63 (1): 1–12. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-11-10.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • Washington, Henry Stephens (1906). The Roman Comagmatic Region. Washington D.C.: Carnegie Institution of Washington.