ბოლოშავა (ლათ. Turdus pilaris) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი — მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო — მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები — თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი — მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. იკვებება მწერებით, შემოდგომა-ზამთარში — კენკრით.

ბოლოშავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  შაშვისებრნი
გვარი:  Turdus
სახეობა:  ბოლოშავა
ლათინური სახელი
Turdus pilaris
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22708816

ლიტერატურა რედაქტირება