ბოლონიის კონკორდატი

ბოლონიის კონკორდატიბოლონიაში დადებული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 1516 წლის 18 აგვისტოს. ხელშეკრულება დაიდო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-სა და რომის პაპ ლეო X-ს შორის. მეფემ ზოგი რამ დაუთმო პაპს. ბოლონიის კონკორდატით აღადგინეს ანატები, პაპმა შეინარჩუნა საეკლესიო მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის გამგებლობის უფლება, მეფემ უარი თქვა შარლ VII-ის ბურჟის პრაგმატისტული სანქციის (1438) ზოგიერთ მუხლზე. ბოლონიის კონკორდატმა გააუქმა პრელატების არჩევის წესი. საფრანგეთის მეფეს შეეძლო დაენიშნა არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და აბატები, გადაეცა მათთვის საეკლესიო ბენეფიციუმები. ბოლონიის კონკორდატმა განამტკიცა საფრანგეთის მეფის ავტორიტეტი, ხელი შეუწყო მეფის გავლენაში პრელატების მოქცევას, დაუახლოვა ისინი სამეფო ტახტს და ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო მოხელე გახდა. ამიერიდან ისინი დიდ როლს ასრულებდნენ სახელმწიფოს მმართველობაში (მაგ., კარდინალები რიშელიე, მაზარინი და სხვ.). ბოლონიის კონკორდატი ძალაში იყო საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე.

ლიტერატურა რედაქტირება