ბოკუზ დ'ორი (ფრანგ. Bocuse d’Or, ოქროს ბოკუზი), ასევე მსოფლიო კულინარიული კონკურსი (ფრანგ. Concours mondial de la cuisine) — მსოფლიოს შეფთა ბიენალე. სახელი დაერქვა შეფი პოლ ბოკუზის პატივსაცემად. ღონისძიება იანვრის ბოლოს ლიონთან, საფრანგეთი, ტარდება SIRHA International Hotel-ში და ყველაზე პრესტიჟული კულინარული კონკურსია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს.

პოლ ბოკუზი, ღონისძიების დამფუძნებელი.

2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა 2-3 ნოემბერს ქვეყანაში ეროვნული შესარჩევ შეჯიბრს. 2020 წელს 15-16 ოქტომბერს კი საქართველო პირველად მიღებს მონაწილეობას Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე, რომელიც ესტონეთში გაიმართება.

ამ ღონისძიებას ხშირად ოლიმპიური თამაშების გასტრონომიულ ექვივალენტს უწოდებენ.

მედალისტები რედაქტირება

წელი ოქროს ბოკუზი ვერცხლის ბრინჯაოს
1987     ჟაკი ფრეონი   მიშელ ადონსი   ჰანს ჰასი
1989   ლეა ლინსტერი   პიერ პაულუსი   უილიამ ვაი
1991   მიშელ როთი   ლარს ერიკ უნდერთუნი     გერტ იან რავენი
1993   ბენტ სტიანსენი   იენს პეტერ კოლბეკი   კი ვან კოტერენი
1995   რეჟის მარკონი   მელკერ ანდერსონი   პატრიკ იაროსი
1997   მათიას დალგრენი     როლანდ დებუისტი   ოდ ივარ სოლიოლდი
1999   ტერიე ნესი   იანიკ ალენო   ფერდე დებეკერი
2001   ფრანსუა ადამსკი   ჰენრიკი ნორსტრომი   ჰაკონ მარ ორვარსონი  
2003   ჩარლზ ტიესემი   ფრენკ პუტელა   კლაუს ვაიტბრეხტი
2005   სერჟ ვიეირა   ტომ ვიქტორ გაუსდალი   რასმუს კოფოედი
2007   ფაბრის დევინესი   რასმუს კოფოედი   ფრანკ ჯიოვანინი
2009   გეირ სკეიე   იონას ლუნდგრენი   ფილიპ მილი
2011   რასმუს კოფოედი   ტომი მილიმიკი   გუნარ ჰვარნესი
2013   ტიბო რუგერი   ჯეპ ფოლდაგერი   ნორიუკი ჰამადა
2015   ერჯან იოჰანსენი   ფილიპ ტესიე   ტომი მილიმიკი
2017   მათე პიტესი   კრისტოფერ უილიამ დევიდსენი   ვიქტორ ორნ ანდრესონი
2019   კენეტ ტოფ-ჰანსენი   სებასტიან გიბრანდი   კრისტიან ანდრე პეტერსენი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება