ბოგდან ხმელნიცკის ორდენი

ბოგდან ხმელნიცკის ორდენი (უკრ. Орден Богдана Хмельницького, რუს. Орден Богдана Хмельницкого), საბჭოთა სამხედრო და მოგვიანებით უკრაინული ორდენი. დაწესებულია სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებულებით ბოგდან ხმელნიცკის პატივსაცემად. ბოგდან ხმელნიცკის ორდენით აჯილდოებენ საბჭოთა არმიისა და სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურებსა და მებრძოლებს, პარტიზანული რაზმების ხელმძღვანელებს და პარტიზანებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე და გამბედაობა გამოიჩინეს სამშობლოსათვის ბრძოლაში. ორდენი ამოზნექილი ხუთქიმიანი ვარსკვლავია ბ. ხმელნიცკის რელიფური გამოსახულებით. აქვს სამი ხარისხი. პირველი ხარისხისა მზადდება ოქროსაგან, მეორე — ოქროსა და ვერცხლისგან , ხოლო მესამე - ვერცხლისგან. იბნევენ მკერდის მარჯვენა მხარეს.

ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის თანამედროვე უკრაინული ორდენი
I ხარისხი II ხარისხი III ხარისხი
მუარის ლენტა

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 2, გვ. 438, თბ., 1977